ვედანტ პატელი - ერთ დღეს ერთი დასანქცირება ან ერთი ქმედების განხორციელება არ გვზღუდავს მომავალში - ინსტრუმენტები ჩვენს ხელში რჩება

[სანქციების] ინსტრუმენტები ჩვენს ხელში რჩება - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა.

კერძოდ, მან უპასუხა კითხვას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების შესაძლებლობაზე.

"ერთ დღეს ერთი სანქცირება ან ერთი ქმედების განხორციელება არ გვზღუდავს მომავალში სხვა რამის გაკეთებისგან. ეს უბრალოდ, უახლესი მაგალითია აშშ-ის მიერ მის ხელთ არსებული ინსტრუმენტების გამოყენებისა, რათა პასუხი აგებინოს საქართველოში დამნაშავეებს და ეს ინსტრუმენტები ჩვენს ხელში რჩება. პოტენციურ ქმედებებს წინასწარ არ განვიხილავ", - განაცხადა პატელმა.

პატელმა ისაუბრა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტისა და სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დღეს უკვე გამოცხადებულ სანქციებზეც და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ "ქართული ოცნებამ" საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს „ზურგი აქცია“.

„სახაზინო დეპარტამენტმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრსა [ვახტანგ გომელაური] და სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს [მირზა კეზევაძე] სანქციები დაუწესა. ეს არიან ლიდერები, რომლებიც ჩართული იყვნენ მედიის წარმომადგენლებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების სასტიკ დარბევაში, მათ შორის 2024 წლის აქციების დროს.

სახელმწიფო დეპარტამენტმა, ასევე, გამოაცხადა, რომ ნაბიჯები გადადგა დამატებითი სავიზო შეზღუდვების დასაწესებლად პირებზე, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ან თანამონაწილეობენ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ასევე, მათი ოჯახის უახლოეს წევრებზე.

ეს ქმედებები მოჰყვება სავიზო ქმედებებს, რომლებიც გასულ კვირას გამოვაცხადეთ.

შეერთებული შტატები მკაცრად გმობს "ქართული ოცნების" მიმდინარე სასტიკ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების, ქართველი დემონსტრანტების, მედიისა, უფლებადამცველებისა და ოპოზიციური ფიგურების წინააღმდეგ.

ჩვენი აზრით, "ქართული ოცნებამ" ზურგი აქცია საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს, რომელიც ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის სურვილია და რომელიც საქართველოს კონსტიტუციაშია ასახული," - განაცხადა პატელმა.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება