სალომე ზურაბიშვილი - დე ფაქტო პრემიერი აცხადებს, როგორც კი დე ფაქტო პრეზიდენტის ინაუგურაცია შედგება, ღირსების ორდენით დავაჯილდოებთ მაღალჩინოსნებს, რომლებიც უშუალოდ არიან პასუხისმგებელნი რეპრესიებზე - ეს პროვოკაციაა!

დე ფაქტო პრემიერი აცხადებს, რომ როგორც კი დე ფაქტო პრეზიდენტის ინაუგურაცია შედგება, ღირსების ორდენით დავაჯილდოებთ მაღალჩინოსნებს, რომლებიც უშუალოდ არიან პასუხისმგებელნი რეპრესიებზე, ძალადობაზე და პირდაპირ ვიტყვი, იმ მხეცობაზე, რომელსაც ჰქონდა და აქვს ადგილი თბილისის ქუჩებში. ეს არის პროვოკაცია, პროვოკაციული განცხადება, მიჩვეული ვართ ამ პროვოკაციულ განცხადებებს, - ასე გამოეხმაურა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შს სამინისტროს მაღალჩინოსნების სამომავლოდ ღირსების ორდენით დაჯილდოების საკითხს.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, კობახიძის ეს განცხადება ასევე არის ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს შეურაცხყოფა.

„პროვოკაციული არის ის, რაც მოვისმინეთ დღეს. ამერიკის გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ, დაასანქციროს ის მაღალჩინოსნები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ძალადობაზე, ამის საპასუხოდ, დე ფაქტო პრემიერი აცხადებს, რომ როგორც კი დე ფაქტო პრეზიდენტის ინაუგურაცია შედგება, ღირსების ორდენით დავაჯილდოებთ იმავე მაღალჩინოსნებს, რომლებიც არიან უშუალოდ პასუხისმგებელნი რეპრესიებზე, ძალადობაზე და პირდაპირ ვიტყვი, იმ მხეცობაზე, რომელსაც ჰქონდა და აქვს ადგილი თბილისის ქუჩებში. ეს არის პროვოკაცია, პროვოკაციული განცხადება, მიჩვეული ვართ ამ პროვოკაციულ განცხადებებს და ეს არის შეურაცხყოფა სწორედ იმ გენერალური დივნის, რომელთანაც ახლა მქონდა საუბარი. მისი შეურაცხყოფაა, როცა ის შევიდა, ვითომც რომ ჰგონია, კონსტრუქციულ დიალოგში, ამაში შეიყვანეს და მერე, მეორე წუთში აკეთებენ ასეთ პროვოკაციულ განცხადებას. ყველაფერი ნათელია, მე მგონი, რომ ჩვენი გზაც ძალიან ნათელია, არაფერში არ უნდა შეგვეშალოს და არ უნდა შეგვეშინდეს. მშვიდობიანი გზა წინ არის, ჩვენი პარტნიორები არიან იქ, სადაც უნდა იყვნენ, მხარს გვიჭერენ და ჩვენ ამას ვნახავთ ამ დღეებში, ამ კვირებში კიდევ უფრო ნათლად“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს 11 მაღალჩინოსანს ღირსების ორდენზე წარადგენენ.

ესენი არიან შს მინისტრი, ვიცე - პრემიერი, ვახტანგ გომელაური, შს მინისტრის პირველი მოადგილე შალვა ბედოიძე, შს მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე, შს მინისტრის მოადგილე, გიორგი ბუთხუზი, შს მინისტრის მოადგილე, იოსებ ჭელიძე, შს სამინისტროს ცენტრალურ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, თემურ კუპატაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ვაჟა სირაძე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, სულხან თამაზაშვილი, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი, ზვიად ხარაზიშვილი, ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეები მილერი ლაგაზაური და მირზა კეზევაძე. ინაუგურაციის შემდეგ 11-ივე წარმომადგენელი ჩვენი მხრიდან ღირსების ორდენზე იქნება წარდგენილ“

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს