გიორგი ბუტიკაშვილი - სავარაუდოდ, საახალწლოდ პოლონეთი, გერმანია და საფრანგეთი ერთობლივად მიიღებენ ფინანსურ სანქციებს - პოლიტიკურ კრიზისთან ერთად ვიხილავთ ეკონომიკურ კრიზისს

პარტნიორებმა ისაუბრეს ფინანსურ სანქციებზე, რომელსაც პოლონეთი, გერმანია და საფრანგეთი ერთობლივად მიიღებს, სავარაუდოდ, საახალწლოდ - სანქციები საქართველოსთვის ძალიან ცუდია, პოლიტიკურ კრიზისთან ერთად ვიხილავთ ეკონომიკურ კრიზისს, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა გიორგი ბუტიკაშვილმა ლიეტუველ და პოლონელ ევროპარლამენტარებთან ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ბუტიკაშვილის თქმით, პარტნიორები საქართველოში ჩამოსულები არიან იმისთვის, რომ ქართველი ხალხის გვერდით დადგნენ.

„დღეს ისინი მონაწილეობას იღებენ ჯაჭვშიც. ხვალაც იქნებიან ჩვენთან ერთად აქციაზე. მათი მთავარი „მესიჯი“ იყო: ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით. ვისაც სურს ევროპაში ინტეგრაცია, არ აღიარებენ „ქართული ოცნების“ პარლამენტს, პრეზიდენტს და სალომე ზურაბიშვილის მანდატის გვერდით დგანან. მათი მთავარი ამოცანაა, გვაჩვენონ სოლიდარობა, დაიცვან ქართველი ხალხის არჩევანი და იყვნენ ჩვენთან ერთად. ეს იყო საუბრის მთავარი თემა. ასევე, მათ ისაუბრეს სანქციებზე, რომელსაც პოლონეთი, გერმანია და საფრანგეთი ერთობლივად მიიღებს, სავარაუდოდ, საახალწლოდ. ამაზე მუშაობენ, ეს ფინანსური სანქციები იქნება“,- განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.

რაც შეეხება აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის დაწესებულ სანქციებს, ბუტიკაშვილი ამბობს, რომ სანქციები კვლავ გაფართოვდება.

„ბიძინა ივანიშვილის სანქცირება ერთმნიშვნელოვანი და ცხადი იყო. ბიძინა ივანიშვილს მისცეს შანსი არჩევნებამდეც, მის შემდეგაც და ის დასანქცირდებოდა, თუ არ დაიცავდა ქართულ დემოკრატიას, დემოკრატიულ ღირებულებებს. მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა ეს შანსი ვერ გამოიყენა და მიიღო სანქციები. სანქციები გაფართოვდება. ადამიანები, ვინც ჩართულები არიან დემოკრატიის ძირის გამოთხრაში, პირდაპირ კავშირში არის რუსეთთან. ეს სანქციები ეხება რუსეთს, ამ სანქციებით დასანქცირებულია ზახაროვა, ლავროვი და ყველა, ვინც მსოფლიოს მასშტაბით დემოკრატიას უთხრის ძირს. სწორედ ამ სანქციებში მოხვდა ბიძინა ივანიშვილი. სანქციები გაიზრდება, გაფართოვდება, მაგრამ კიდევ უტოვებენ ივანიშვილს შანსს, რომ წავიდეს მოლაპარაკებაზე, დიალოგზე, რაც ქალბატონმა სალომემ შესთავაზა და დაინიშნოს ახალი არჩევნები“,- განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.

მისივე თქმით, „აღნიშნული სანქციები საქართველოსთვის ძალიან ცუდია, ვინაიდან საქართველო ხვდება იმ სივრცეში, სადაც საერთაშორისო ინვესტიციები ვეღარ შემოვა.

„ჩვენ პოლიტიკურ კრიზისთან ერთად ვიხილავთ ეკონომიკურ კრიზისს, სიღატაკეს და სიღარიბეს, რომელიც ელოდება საქართველოს თუ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში დარჩება“,- განაცხადა ბუტიკაშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები