კახა კალაძე - ბაგა-ბაღებში დასაქმებულებს, საჯარო სამსახურებისთვის გათვალისწინებულ 10%-იან ზრდასთან ერთად, ანაზღაურება 125 ლარით გაეზრდებათ

თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში დასაქმებული 13 500-მდე მოქალაქისთვის, საჯარო სამსახურებისთვის გათვალისწინებულ 10%-იან ზრდასთან ერთად, თითოეული საშტატო ერთეულის სრულ განაკვეთზე ანაზღაურება 125 ლარით გაიზრდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული დაპირება წინასაარჩევნოდ გაიცა და პარტია „ქართული ოცნება“ ხალხისთვის გაცემულ დაპირებას ასრულებს.

„როგორც გასულ წელს, 2025 წელსაც იქნება ხელფასების მატება 10%-ით. ეს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებაა. საბავშვო ბაღებში დასაქმებულ 13 500-მდე თანამშრომლისთვის საჯარო სამსახურებისთვის გათვალისწინებულ 10%-იან ზრდასთან ერთად მოხდება თითოეულ საშტატო ერთეულის სრულ განაკვეთზე ანაზღაურების 125 ლარით გაზრდა. ეს არის მიმართულება, სადაც ყველაზე დაბალი ხელფასები ჰქონდათ თანამშრომლებს და ძალიან არასახარბიელო პირობებში და მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. ეს პრემიერ-მინისტრის წინასაარჩევნო დაპირება იყო და რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენს დაპირებას ვასრულებთ. საერთო ჯამში, თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში არსებული შრომითი განაკვეთების გათვალისწინებით, ხელფასები საშუალოდ 25%-ით იზრდება. რაც ყველაზე მაღალია მაჩვენებელია ბოლო წლების პრაქტიკის გათვალისწინებით“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, გასული 2024 წელი იყო ერთ-ერთი გამორჩეული სკოლამდელი განათლების სისტემის მხარდაჭერის მიმართულებით.

„დედაქალაქში ხუთი ახალი საბავშვო ბაღის შენობა აშენდა და გაიხსნა, ორი ბაღის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა, დაიწყო ახალი მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა, შვიდი ახალი ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს და ამ პროექტებთან დაკავშირებით საზოგადოებას ინფორმაციას მივაწვდით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, „მნიშვნელოვანია, რომ პატარებს ჰქონდეთ საშუალება, ნორმალურ პირობებში აღიზარდონ, ამ მიზნით კი ბაღის გარემოში თითოეულ დეტალს შესაბამისი ყურადღება ექცევა, დაწყებული კვებით, დასრულებული სათამაშოებითა და თეთრეულით“.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე