ბექა ლილუაშვილის ინფორმაციით, პოლიტიკურ პარტიებს შორის კოორდინაცია არსებობს და მიმდინარეობს მუშაობა საარჩევნო დოკუმენტზე, მსჯელობენ მომავალი არჩევნები ისევ ელექტრონული წესით უნდა ჩატარდეს თუ არა

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, ბექა ლილუაშვილი ადასტურებს, რომ არსებობს კოორდინაცია პოლიტიკურ პარტიებს შორის, სადაც გახარიას პარტიაც მონაწილეობს და მიმდინარეობს მუშაობა საარჩევნო დოკუმენტზე, მსჯელობენ იმაზე, მომავალი არჩევნები უნდა ჩატარდეს ისევ ელექტრონული წესით თუ არა.

ბექა ლილუაშვილის განცხადებით, მიუხედავად პროცესში მონაწილეობისა, პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ სხვა პრიორიტეტი აქვს და მისთვის უფრო მნიშვნელოვანია დადგეს ახალი არჩევნების მოცემულობა.

„კოორდინაცია ტექნიკურ საკითხებზე, მათ შორის ევროპულ მომავალზე ყოველთვის გვქონდა და ახლაც გვაქვს. მათ შორის საქმის კურსში ვართ, რა სამუშაოები მიმდინარეობს და ჩვენი გარკვეული კონტრიბუცია იქ არის. არამხოლოდ საარჩევნო დოკუმენტზე, არამედ სხვადასხვა მიმართულებით გვაქვს კომუნიკაცია, მათ შორის ინფორმაციის ურთიერთგაცვლა. ვინ რამდენი პარაგრაფი დაწერა ამ დოკუმენტში ამაზე თუ არ დავალთ, უკეთესად ვერაფერს გეტყვით.

ჩვენ შეიძლება რაღაც პრიორიტეტებს ცოტა სხვანაირად ვხედავდეთ. მაგალითად ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ პირველ რიგში ეს მოცემულობა დადგეს, ვგულისხმობ ხელახალ არჩევნებს. ჩვენ მთელი ჩვენი ძალისხმევა არა ამ დოკუმენტის შეკვრისკენ გვაქვს მიმართული, არამედ პირველ რიგში ამ მოცემულობის დაყენებისკენ, რასაც ჰქვია ხელახალი არჩევნები“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ბექა ლილუაშვილმა სასტუმრო „შერატონში“ გიორგი გახარიაზე მომხდარ თავდასხმაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ინციდენტამდე ხდებოდა გიორგი გახარიას გადაადგილების კონტროლი და ძალადობის სივრცის მომზადება.

მისივე თქმით, თავდასხმის ორგანიზებაში მონაწილეობდა მათ შორის სასტუმროს მენეჯმენტიც.

„ხდებოდა გიორგი გახარიას გადაადგილების კონტროლი, შინა სივრცის მომზადება ამ თავდასხმისთვის. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციიდან გამომდინარე ეს სურათი იკვეთება. ჩვენს მიერ მოპოვებული სხვადასხვა საინფორმაციო წყაროების საშუალებით ასეთი სურათ იკვეთება, რომ თავდასხმას ჰქონდა წინარე პერიოდი. მათ შორის ზვიად ქორიძეზე თავდასხმა იყო ამოცანის ერთ-ერთ ნაწილი.

არ მოხდა არცერთი სასტუმროს თანამშრომლის მიერ პოლიციის გამოძახება, რომლის შენობაც სასტუმროდან 500-600 მეტრში მდებარეობს. ანა ბუჩუკურის ზარი დაფიქსირდა პირველი გიორგი გახარიას თავდასხმის შემდეგ საპოლიციო განყოფილებაში. ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ თუ აქამდე ვფიქრობდით, რომ სასტუმროს ხელმძღვანელობა იყო ზეწოლის ქვეშ, მათ ყველაფერი გააკეთეს იმ აღქმის ჩამოსაყალიბებლად, რომ ისინი რეალურად მონაწილეობდნენ ამ პროცესში“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს
„ბიბლუსში“ სასკოლო სამზადისი დაიწყო - ყველაფერი ყველასთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით