კირ სტარმერი - გაერთიანებული სამეფო მზადაა, უკრაინაში საკუთარი ჯარები განათავსოს

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, მზადაა უკრაინაში, ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების აღსასრულებლად, ბრიტანული ჯარები განათავსოს. ამის შესახებ სტარმერი Daily Telegraph-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.

„გაერთიანებული სამეფო მზად არის წამყვანი როლი შეასრულოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობის დაჩქარებაში. ეს მოიცავს უკრაინის არმიის შემდგომ მხარდაჭერას - სადაც გაერთიანებულმა სამეფომ უკვე აიღო ვალდებულება წელიწადში 3 მილიარდი ფუნტის უზრუნველყოფაზე მინიმუმ 2030 წლამდე. მაგრამ ეს ასევე ნიშნავს მზადყოფნას, შევიტანოთ წვლილი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებში, საჭიროების შემთხვევაში ადგილზე საკუთარი ჯარების განთავსებით. ამას მსუბუქად არ ვამბობ. ღრმად ვგრძნობ პასუხისმგებლობას, რომელიც თან ახლავს ბრიტანელი სამხედროების პოტენციურად საფრთხის წინაშე დაყენებას“, - წერს სტარმერი.

მისი თქმით, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაში ნებისმიერი როლი ხელს უწყობს მთელი კონტინენტის უსაფრთხოების გარანტიას.

სტარმერი ხაზს უსვამს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულება „არ შეიძლება გახდეს მხოლოდ დროებითი პაუზა პუტინის ხელახლა თავდასხმამდე“.

შეგახსენებთ, დღეს პარიზში, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მოწვევით, ევროპელი ლიდერების სამიტი გაიმართება, რომელზედაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომისა და ევროპის უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ. სამიტს კირ სტარმერიც დაესწრება.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა