დონალდ ტრამპი - ვლადიმერ პუტინთან ომის დასრულებისა და მნიშვნელოვანი ეკონომიკური გარიგებების შესახებ სერიოზულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებ

ვლადიმერ პუტინთან ომის დასრულებისა და მნიშვნელოვანი ეკონომიკური გარიგებების შესახებ სერიოზულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს.

„დღეს, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ოვალურ კაბინეტში შემომიერთდა, რათა „დიდი შვიდეულის“ სამიტზე სიტყვით გამოსულიყო. შეხვედრა კანადის გუბერნატორმა ჯასტინ ტრუდომ მოიწვია, „დიდი შვიდეულის“ ამჟამინდელმა თავმჯდომარემ, რუსეთ-უკრაინის ომის მესამე წლისთავის აღსანიშნავად, რომელიც მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, არასდროს დაიწყებოდა“, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი.

მისი თქმით, ომის დასრულების სურვილი ყველამ გამოთქვა.

„მე ხაზგასმით აღვნიშნე აშშ-სა და უკრაინას შორის „კრიტიკული მინერალებისა და იშვიათი დედამიწის ლითონების შეთანხმების“ მნიშვნელობა, რომელსაც ვიმედოვნებთ, რომ ხელი ძალიან მალე მოეწერება! ეს გარიგება, რომელიც „ეკონომიკურ პარტნიორობას“ წარმოადგენს, უზრუნველყოფს იმას, რომ ამერიკელი ხალხი ათობით მილიარდი დოლარისა და სამხედრო აღჭურვილობის ხარჯებს აინაზღაურებს, ასევე, ეს უკრაინის ეკომიკის ზრდას შეუწყობს ხელს, მას შემდეგ, რაც ეს სასტიკი და ულმობელი ომი დასრულდება“, - წერს დონალდ ტრამპი.

დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სერიოზულ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

„ამავდროულად, მე რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სერიოზულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებ ომის დასრულებისა და აშშ-სა და რუსეთს შორის მნიშვნელოვანი ეკონომიკური განვითარების გარიგებების შესახებ. მოლაპარაკებები ძალიან კარგად მიმდინარეობს!“, - აღნიშნავს აშშ-ის პრეზიდენტი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის