თბილისში 26 მარტს კვლევის - “მედიაგარემო 2024: ბრძოლა ნდობისა და თავისუფლებისთვის“ პრეზენტაცია გაიმართება

“მედიახმა“ კვლევას სახელწოდებით - “მედიაგარემო 2024: ბრძოლა ნდობისა და თავისუფლებისთვის“ მედიის, არასამთავრობო სექტორის, დიპლომატიური კორპუსისა და აკადემიის წარმომადგენლებს 26 მარტს წარუდგენს. პრეზენტაცია თბილისში IOTA HoteL-ში გაიმართება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, პრეზენტაციას გერმანიის ელჩი საქართველოში ერნსტ-პეტერ ფიშერი გახსნის.

„კვლევა გამოკვეთს საფრთხეებს და მხარდამჭერ მექანიზმებს, რომლებიც გავლენას ახდენს საინფორმაციო ეკოსისტემაზე, მედიის სიცოცხლისუნარიანობასა და მედიისადმი ნდობაზე საქართველოში.

კვლევა გამოკვეთს, როგორ იმოქმედა „სუპერ არჩევნების წელს“ არსებულმა გამოწვევებმა მედიის სანდოობაზე, ჟურნალისტურ საქმიანობასა და პროდუქტის ხარისხზე.

კვლევაში გაანალიზებულია, რა ზეგავლენა მოახდინა ინფორმაციულ ეკოსისტემაზე „აგენტების/რუსულმა კანონმა“ და საპროტესტო დემონსტრაციებმა არჩევნებამდე და მის შემდეგ. შეფასებულია, რა და როგორ მოქმედებს მედიისა და სხვა აქტორებისადმი ნდობაზე და რა მექანიზმებით არის შესაძლებელი ამ ნდობის გაზრდა; კვლევა გამოკვეთს, თუ როგორ მუშაობს კლეპტოკრატიული მმართველობის პირობებში მედია, როგორ უმკლავდება რუსულ გავლენებს; კვლევის აანალიზებს მედიაგარემოს როლისა და ტრანსფორმაციის პროცესს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კონტექსტში.

წლევანდელ კვლევაში პირველად გამოკვეთილია სამოქალაქო ჟურნალისტიკის როლი კრიზისულ სიტუაციებში და მედიის გადარჩენისთვის ბრძოლის ახალი ინსტრუმენტები და ტრანსფორმაციული გამოცდილების მაგალითები. გამოკვეთილია ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების დაუსჯელობის აღკვეთისთვის აუცილებელი, მიზნობრივი სანქციებისა და საერთაშორისო სასამართლოების როლი”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, აღინიშნება, რომ მედიაგარემოზე დაკვირვება მოხდა 20 მედიასაშუალების 23 წარმომადგენლის შეფასებაზე დაყრდნობით და შემდგომი შედარებითი ანალიზით. კვლევაზე დაყრდნობით შემუშავდა რეკომენდაციები ჟურნალისტების უსაფრთხოების, მედიისადმი ნდობისა და სოლიდარობის გაძლიერებისთვის, მედიის წინააღმდეგ კანონების ინსტრუმენტალიზაციის შეჩერებისთვის და სხვ.

კვლევის ავტორები არიან მარიამ გერსამია (თსუ, პროფესორი, „მედიახმის დამფუძნებელი); ეკატერინე გიგაური („მედიახმის“ უფროსი მკვლევარი); გვანცა გურგენიძე („მედიახმის“ მკვლევარი);

კვლევა მომზადდა "ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის" - სამხრეთ კავკასიის ბიუროსა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა