ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ რუსები დაარღვევენ შეთანხმებას, აშშ-სგან მოვითხოვთ ზეწოლას, სანქციებსა და იარაღს

თუ დავინახავთ, რომ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არღვევს, აშშ-სგან მოვითხოვთ ზეწოლას, სანქციებსა და იარაღს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინულ-ამერიკული და რუსულ-ამერიკული ერთობლივი განცხადებები არ ითვალისწინებენ შედეგებს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევისთვის, მაგრამ კიევი ვაშინგტონთან შეთანხმდა, რომ რუსეთის მხრიდან დარღვევების შემთხვევაში, ის მტკიცებულებებს წარადგენს, რის შემდეგაც აშშ შესაბამის ზომებს მიიღებს.

“თუ რუსები არღვევენ ამას, კითხვა გვაქვს პრეზიდენტ ტრამპთან, მაშინ პირდაპირი კითხვა მაქვს პრეზიდენტთან: ძალიან მადლობელი ვარ, ნამდვილად ცდილობდით, ყველაფერი სწორადაა, თქვენ როგორც შეგეძლოთ, ისე შეთანხმდით და, ღმერთმა ქნას, რომ გამოვიდეს, ვინაიდან, დაინტერესებულები ვართ, მაგრამ თუ ისინი არღვევენ, აგერ მტკიცებულებები, მოვითხოვთ ზეწოლას, მოვითხოვთ სანქციებს, მოვითხოვთ იარაღსა და ასე შემდეგ”, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ტრამპს საკმარისი ძალები, ინსტრუმენტები და სანქციები აქვს, რომ “გავლენა მოახდინოს რუსებზე, პუტინზე, რომ მათ ეს ომი დაასრულონ”.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე