საბურთალოზე „აგროჰაბის“ მეშვიდე ფილიალი გაიხსნა

26 მარტს მეტროსადგურ „სამედიცინო უნივერსიტეტის“ მიმდებარედ, ჭილაძის ქ #9 ნომერში „აგროჰაბის“ მეშვიდე ფილიალი გაიხსნა. ახალი ფილიალის მთავარი კონცეფცია, რა თქმა უნდა, უცვლელია, რაც გულისხმობს თითოეული ფილიალის ყოველდღიურად „აგროჰაბის“ წარმოების, ჯანსაღი და ნატურალური პროდუქტებით, ასევე „აგროჰაბის“ ფერმებიდან და სასათბურე მეურნეობიდან ხორცით და ბოსტნეულით მომარაგებას.

„მოხარულები ვართ, რომ „აგროჰაბის“ კიდევ ერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა, კომპანია იზრდება და გვემატება ფილიალები, რომელიც მომხმარებლის მოთხოვნაზეა მორგებული, ახალი ფილიალიც ჭილაძის ქუჩაზე მოსახერხებელია საბურთალოს მცხოვრებლებისთვის, დამატებით კომფორტს კი ქმნის 140 მანქანაზე გათვლილი საპარკინგზე სივრცე.

ტრადიციულად, ახალ ფილიალშიც, მომხმარებელს შევთავაზებთ ჩვენი წარმოების უკვე ყველასთვის ნაცნობ და გემრიელ პროდუქტებს, ყოველდღიურად ახალ ხორცს, ჩვენი ფერმებიდან, რითიც გამორჩეულები ვართ ბაზარზე. გარდა ამისა, ახალ ფილიალში დაგხვდებათ „აგროჰაბის“ იმპორტის მსოფლიოში წამყვანი ბრენდები, რომელსაც ექსკლუზიურად მხოლოდ ჩვენს ქსელში შეიძენთ, პერიოდულად ჩვენს მომხმარებელს ვთავაზობთ სიახლეებს სხვადასხვა პროდუქტების წარმოების მიმართულებით“, - განმარტავს „აგროჰაბის“ დირექტორი გიორგი ჯაშიაშვილი.

მნიშვნელოვანია, რომ „აგროჰაბში“ ამჟამად დასაქმებულია 2500-მდე ადამიანი, ახალი ფილიალის დამატებით დასაქმებულთა რიცხვი კიდევ 300-ით გაიზრდება.

2024 წელი „აგროჰაბისთვის“ მნიშვნელოვანი წელი აღმოჩნდა, რადგან კომპანიას დაემატა ორი ახალი ობიექტი - სანაპიროზე და სპორტის სასახლის მიმდებარედ. 2025 წელს ჭილაძის ქუჩის ფილიალის გარდა, ასევე იგეგმება ქუთაისის და გლდანის ფილიალების გახსნაც.

(R)

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა