ანა დოლიძე - კახა კალაძე გეოპოლიტიკის განხილვას შეეშვას და გვიპასუხოს, თუ რატომ არ აკეთებს საჯარო სივრცეების უსაფრთხოების აუდიტს

კოალიცია ,,ხალხისთვის - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე მთაწმინდის პარკში მომხდარ ტრაგედიას საკუთარ სოციალურ ქსელში ეხმაურება.

,,2022 წლის 4 ნოემბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, ჩვენმა პარტიამ - ,,პარტია ანა დოლიძე-ხალხისთვის“ ქ. თბილისის საკრებულოში წარვადგინეთ უსაფრთხოების აუდიტის შესახებ ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებდა ქ.თბილისის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სივრცეების შემოწმებას. ქ.თბილისის საკრებულომ ჩვენი ინიციატივა არ განიხილა. გუშინ, მთაწმინდის პარკში მორიგ უნიათობას და მორიგ მიუხედაობას ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. კახა კალაძე, ირაკლი კობახიძე - რას იზამთ ახლა? რას შვებით? ამ თემებზე გვიპასუხეთ და გაეშვით გეოპოლიტიკის განხილვას, მაინც არ არის ეგ თქვენი საქმე. კახა კალაძე გეოპოლიტიკის განხილვას შეეშვას და გვიპასუხოს, თუ რატომ არ აკეთებს საჯარო სივრცეების უსაფრთხოების აუდიტს“, - წერს ანა დოლიძე.

აღნიშნულ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის