ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი მსოფლიოს სამშვიდობო ძალისხმევას დასცინის - ის ჯერ კიდევ არ გრძნობს რეალურ ზეწოლას

რუსეთი მსოფლიოს სამშვიდობო ძალისხმევას დასცინის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„გასული საღამოსა და ღამის განმავლობაში რუსეთმა უკრაინას 170-ზე მეტი დრონით შეუტია. აღნიშნული მასიური თავდასხმის სამიზნე დნიპროს, კიევის, სუმის, ხარკოვისა და ხმელნიცკის რეგიონები იყო. ოთხი ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთი „რეალურ ზეწოლას არ გრძნობს“.

„რუსეთი მსოფლიოს სამშვიდობო ძალისხმევას დასცინის, ომის გაჭიანურებითა და ტერორისტული თავდასხმების განხორციელებით, რადგან ის ჯერ კიდევ არ გრძნობს რეალურ ზეწოლას. დიპლომატიამ შეიძლება იმუშაოს, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა მას ზურგს რეალური ქმედებები უმაგრებს, რომლებიც ჩვენს მეომრებს აძლიერებს და ოკუპანტებს ომის წარმოებისთვის რესურსებზე წვდომას უზღუდავს. ჩვენმა პარტნიორებმა იციან რა სახის ზეწოლას შეუძლია ეს და ეს დამოკიდებულია ამერიკაზე, ევროპასა და მსოფლიოში ყველაზე, ვისაც ეფექტური დიპლომატია სურს“, - აღნიშნავს ვოლოდიმირ ზელენსკი

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე