ვოლოდიმირ ზელენსკი - წიაღისეულის შესახებ შეთანხმებაში ნატო-ს საკითხი არ არის და არც ყოფილა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შეერთებულ შტატებთან მინერალური რესურსების შესახებ შეთანხმება ნატო-ს საკითხს არ მოიცავს და არც არასდროს მოიცავდა, - ამის შესახებ ზელენსკიმ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანალენა ბერბოკთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„რაც შეეხება ამ შეთანხმებას და ნატო-ს საკითხს, ნატო-ს საკითხი არ არის და არც ყოფილა ამ შეთანხმებაში“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, შეთანხმების ახალ პროექტზე ორივე მხარის იურისტები მუშაობენ.

შეგახსენებთ, მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტი მინერალების შესახებ შეთანხმებიდან „უკან დახევაში“ დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის დიდი პრობლემები შეექმნება, თუ შეთანხმებას ხელს არ მოაწერს. „ვხედავ, რომ ცდილობს უკან დაიხიოს იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმებიდან. თუ ამას გააკეთებს, პრობლემები ექნება - დიდი, დიდი პრობლემები. მას სურს იყოს ნატო-ს წევრი. ვერასდროს გახდება ნატო-ს წევრი. მას ეს ესმის. ასე რომ, თუ შეთანხმებაზე ხელახლა მოლაპარაკებას აპირებს, დიდი პრობლემები ექნება“, - აღნიშნა ტრამპმა.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე