კირ სტარმერი - სავაჭრო ომში გამარჯვებული არავინაა - დავიცავთ ბრიტანულ ბიზნესს ქარიშხლისგან

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის განცხადებით, გააგრძელებს შეერთებულ შტატებთან ეკონომიკური შეთანხმების გაფორმების მცდელობას, რათა თავიდან აიცილოს აშშ-ის გარკვეული ტარიფები.

„მზად ვართ, გამოვიყენოთ ინდუსტრიული პოლიტიკა, რათა დავეხმაროთ ბრიტანულ ბიზნესს ქარიშხლისგან თავის შეფარებაში. ზოგიერთმა შეიძლება თავი უხერხულად იგრძნოს ამის გამო - იდეას, რომ სახელმწიფო პირდაპირ უნდა ჩაერიოს ბაზრის ფორმირებისთვის, ხშირად დასცინოდნენ, მაგრამ არ შეგვიძლია მივეჯაჭვოთ ძველ გრძნობებს, როდესაც სამყარო ასე სწრაფად იცვლება“, - წერს სტარმერი Sunday Telegraph-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

მისი თქმით, სავაჭრო ომში გამარჯვებული არავინაა.

„სწორედ ამიტომ, ტარიფებზე, დაუყოვნებელი პრიორიტეტია სიმშვიდის შენარჩუნება და საუკეთესო შეთანხმებისთვის ბრძოლა. სავაჭრო ომში გამარჯვებული არავინაა. ეკონომიკური შედეგები, აქ და მთელ მსოფლიოში, შეიძლება იყოს ღრმა. ჩვენ უკვე გვაქვს დაბალანსებული სავაჭრო ურთიერთობა ჩვენს ამერიკელ მოკავშირეებთან და მუშაობა გრძელდება ახალი ეკონომიკური კეთილდღეობის შეთანხმებაზე“, - აცხადებს სტარმერი.

ამასთან, მისი თქმით, მიუხედავად ამისა, ყველა ვარიანტი მაგიდაზე რჩება.

„მხოლოდ მაშინ დავდებ შეთანხმებას, თუ ეს სწორი იქნება ბრიტანული ბიზნესისა და მშრომელი ხალხის უსაფრთხოებისთვის და გავაგრძელებ თავისუფალი და ღია ვაჭრობის დაცვას, რადგან ახლა ამისთვის ზურგის შექცევა სერიოზული შეცდომა იქნება“, - წერს სტარმერი.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპის მიერ აშშ-ში იმპორტირებულ თითქმის ყველა საქონელზე დაწესებული საბაზისო 10%-იანი ტარიფები ძალაში გუშინ შევიდა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის