ვოლოდიმირ ზელენსკი - მოსკოვში დარწმუნებულები არიან, რომ შეუძლიათ დაუსჯელად განაგრძონ მკვლელობები - ამ სიტუაციის შესაცვლელად საჭიროა მოქმედება

რუსული დარტყმები მხოლოდ დაგმობას იმსახურებს, რუსეთზე ზეწოლა უნდა მოხდეს ომის დასასრულებლად და ხალხის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, ამ დროისთვის ცნობილია, რომ სუმში რუსული ბალისტიკური რაკეტის დარტყმის შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის ორი ბავშვია. 84-ზე მეტი ადამიანი კი დაიჭრა, მათ შორის 10 ბავშვი.

„მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო არ დარჩეს ჩუმად ან გულგრილად. რუსული დარტყმები მხოლოდ დაგმობას იმსახურებს. რუსეთზე ზეწოლა უნდა მოხდეს ომის დასასრულებლად და ხალხის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ნამდვილად ძლიერი ზეწოლის, უკრაინისთვის საკმარისი მხარდაჭერის გარეშე, რუსეთი გააგრძელებს ამ ომის გაჭიანურებას. უკვე მეორე თვეა, რაც პუტინი უგულებელყოფს აშშ-ის წინადადებას სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. სამწუხაროდ, მოსკოვში დარწმუნებულები არიან, რომ შეუძლიათ დაუსჯელად განაგრძონ მკვლელობები. ამ სიტუაციის შესაცვლელად საჭიროა მოქმედება“, - წერს ზელენსკი.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა