ვოლოდიმირ ზელენსკი - უნდა მოვახდინოთ ზეწოლა მკვლელებზე იმისთვის, რომ დავასრულოთ ეს ომი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული ძალების მიერ უკრაინაზე ბოლო დღეებში განხორციელებულ თავდასხმებს ეხმაურება და აცხადებს, რომ უკრაინისთვის განკუთვნილი თავდაცვის თითოეული პაკეტი პირდაპირ იცავს ადამიანების სიცოცხლეს, რადგან რუსეთი ყოველ დღესა და ღამეს მკვლელობისთვის იყენებს.

„ჩვენ უნდა მოვახდინოთ ზეწოლა მკვლელებზე და დავეხმაროთ ცოცხლებს, რათა დავასრულოთ ეს ომი და უზრუნველვყოთ საიმედო მშვიდობა“, - წერს ზელენსკი „ტელეგრამ“ არხზე.

მისი თქმით, ომის შეჩერება მხოლოდ ძალის საშუალებითაა შესაძლებელი.

„მინდა მადლობა გადავუხადო ყველა პარტნიორს, ვინც ამ გზით იყენებს თავის შესაძლებლობებს. ომები ძალის საშუალებით წყდება - ძალით აგრესორის წინააღმდეგ, ძალით სიცოცხლის დასაცავად“, - წერს ზელენსკი.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე