ლევან გოგიჩაიშვილი - სოზარ სუბარი აპატიმრებინებს ოქრუაშვილს, ადამიანს, რომლის პარტიაშიც იყო, მისი მოსამსახურე იყო და დღეს იჭერს - უბრალოდ მინდა ვუთხრა: არ გრცხვენია? რას აკეთებ?

აპატიმრებინებს ოქრუაშვილს, ადამიანს, რომლის პარტიაშიც იყო - უბრალოდ მინდა ვუთხრა, არ გრცხვენია, რას აკეთებ?, - ასე მიმართა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან გოგიჩაიშვილმა „ხალხის ძალის“ დეპუტატს, სოზარ სუბარს „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“.

მან ისაუბრა საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ სოზარ სუბარი „აქამდე რომ არის დასული, ყველაფერზე მოაწერინებენ ხელს“.

„ყველაზე ამაზრზენი კომისიის წევრი არის ეს ადამიანი[სუბარი], რომელიც ოქრუაშვილს აპატიმრებინებს, ადამიანს, რომლის პარტიაშიც იყო. ყველამ იცოდა, რომ სოზარ სუბარი იყო პირდაპირი მნიშვნელობით ოქრუაშვილის ხელის კაცი, ხელის ბიჭი. უბრალოდ, მინდა ვუთხრა, არ გრცხვენია, რას აკეთებ?

ცხოველი გაცილებით უფრო პატიოსანია, ვიდრე ეს ადამიანი. ხელის კაცი იყო ყველაფერში, მოსამსახურე იყო ოქრუაშვილის და დღეს იჭერს ირაკლი ოქრუაშვილს. შეფასება საზოგადოებისთვის მიმინდვია“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ასევე გადაცემაში ლევან გოგიჩაიშვილმა ისაუბრა ბოლო პერიოდში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე.

ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, პროცესი მისასალმებელია, რადგან „ქართული ოცნება“ „შიგნიდან აფეთქდება“.

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, ზუსტად ვიცით შიდა მიმდინარე პროცესი. მე მივესალმები იმას, რომ ეს პროცესი მიდის „ქართულ ოცნებაში“ და კობახიძე-მდინარაძის ჯგუფი აკეთებს ძალაუფლების კონცენტრაციას. იმიტომ მივესალმები, რომ ეს ადამიანები შიგნიდან აფეთქდებიან. თქვენ არ იცით, ამ ადამიანების მიმართ დამოკიდებულება როგორია. ისინი იმ ადამიანებთან შედიან კონფლიქტში, ეს შეურიგებელი პროცესი იქნება. ვიღაცებს ჰგონიათ, რომ შიგნით მარტივად დალაგდება, მაგრამ ეს ასე არ არის. რაც მეტს შეავიწროებს კობახიძე და მდინარაძე „ქართული ოცნების“ ინფრასტრუქტურას საკუთარი ინტერესებით, ეს ჩემთვის მისასალმებელია. გარე წინააღმდეგობა იწვევს ამ პროცესს. გარედან წნეხი მათ აიძულებს, ჰქონდეთ რეაქცია და ესაა მათი რეაქცია და ეს ძალიან კარგია. შიგნით ამის გამო დიდი პრობლემებია. აწყობილი ინფრასტრუქტურა ინგრევა და ახალი ან შეიქმნება, ან არ შეიქმნება, ან მოესწრება, ან არ მოესწრება. კობახიძე ანგრევს და უნდა, რომ თავისი ააშენოს, ამ პროცესში „ქართული ოცნება“, რა თქმა უნდა, სუსტდება“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს