კესტუტის ბუდრისი - პუტინი და მისი იმპერიული ამბიციები მშვიდობის უდიდეს დაბრკოლებად რჩება - ის ომის დასრულებას არ ცდილობს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, კესტუტის ბუდრისი რუსეთის ფედერაციის მიერ კიევსა და ოდესაზე განხორციელებულ საჰაერო თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი და მისი იმპერიული ამბიციები მშვიდობის უდიდეს დაბრკოლებად რჩება.

„წუხელ რუსეთმა კიდევ ერთხელ განახორციელა ტერორი უკრაინაზე, კიევსა და ოდესაზე დრონებისა და რაკეტების ტალღების გაშვებით. დაბომბეს სამშობიარო განყოფილება და საცხოვრებელი შენობები. დაიღუპნენ და დაიჭრნენ მშვიდობიანი მოქალაქეები. პუტინი და მისი იმპერიული ამბიციები მშვიდობის უდიდეს დაბრკოლებად რჩება. ის ომის დასრულებას არ ცდილობს - ის მხოლოდ მეტ სიკვდილს და ნგრევას ცდილობს“, - წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ პლატფორმა Xhttps://x.com/BudrysKestutis-ზე.

კესტუტის ბუდრისი, უკრაინელ კოლეგა ანდრეი სიბიგასთან ერთად, დღეს ხერსონს და მიკოლაივს ეწვია.

„განადგურება, დანგრეული ქალაქები, სკოლები, საავადმყოფოები და დანგრეული ცხოვრება. ძლიერი დაბომბვა და დრონებისთთავდასხმები - ასობით დაღუპული და დაშავებული ადამიანი. ეს არის რეალობა, რომლითაც დღეს ხერსონის მოსახლეობა ცხოვრობს. ჩემს კოლეგასთან და მეგობართან, ანდრეი სიბიგასთან ერთად მიკოლაივისა და ხერსონის რაიონებს ვეწვიე. ყველგან, სადაც წავედით - ვნახეთ არაადამიანური სისასტიკე და რუსული აგრესიის დანაშაულები და ეს ხდება XXI საუკუნეში“, - წერს ლიეტუვის საგარეო მინისტრი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის ყველა დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს და მართლმსაჯულების წინაშე წარსდგეს.

„დაუსჯელობა მხოლოდ მეტ აგრესიასა და სისასტიკეს იწვევს“, - აღნიშნა კესტუტის ბუდრისმა.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე