სლოვაკეთი და უნგრეთი რუსულ ენერგორესურსებზე უარის წინადადებას ეწინააღმდეგებიან

სლოვაკეთი და უნგრეთი რუსულ ენერგორესურსებზე უარის თქმის წინადადების წინააღმდეგ გამოვლენ. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

“დღეს ტელეფონით განვიხილეთ ჩვენი პოზიციები სლოვაკ კოლეგა იურაი ბლანართან და შევთანხმდით, რომ არ შეგვიძლია ჩვენი სუვერენიტეტის ასეთი უხეში დარღვევის მიღება. ეროვნული ენერგეტიკული პოლიტიკის ფორმულირება სუვერენული საკითხია, გარედან არავის შეუძლია მასში ჩარევა”, - წერს სიიარტო.

მან აღნიშნა, რომ ევროკომისიის წინადადებას ორშაბათს, 16 მაისს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრები განიხილავენ და ამ შეხვედრას “დიდი ბრძოლა” უწოდა.

“დიდი ბრძოლა იქნება ლუქსემბურგში ორშაბათს, ფონ დერ ლაიენ-ზელენსკის წინადადება, რომელსაც სურს, რომ გვაიძულოს რუსეთისგან არ ვიყიდოთ ბუნებრივი აირი, ნავთობი და ბირთვული საწვავი, ენერგეტიკის მინისტრების საბჭოს დღის წესრიგში იქნება”, - წერს სიიარტო.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე