მარკ რუტე - რუსეთი ესტონეთს, შესაძლოა 5-7 წელიწადში თავს დაესხას

რუსეთი ესტონეთს ახლა არ დაესხმება თავს, მაგრამ შეიძლება ეს ხუთ-შვიდ წელიწადში გააკეთოს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ The New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

მას სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა New Yorker-ში გამოქვეყნებულ სტატიაზე, რომელშიც აღწერილია ესტონეთში ჩატარებული წვრთნები, რათა შემოწმებულიყო მისი მზადყოფნა რუსეთის შესაძლო შეჭრისთვის. სტატიის ავტორები აცხადებენ, რომ ესტონეთს არ ჰყავს საჰაერო ძალები და საზღვაო ფლოტი. წვრთნებში, დამპყრობელი არმიის გუნდს „შესაძლებლობების უპირატესობა“ ჰქონდა - მეტი მძიმე ჯავშანი, მეტი შორ მანძილზე სროლა. სტატიაში აღნიშნულია, რომ წვრთნები, ძირითადად, ესტონეთისთვის კარგად არ წარიმართა.

„ყველაფერი, რაც New Yorker-შია აღწერილი, სწორია. თუმცა ეს არ არის „გამოსაღვიძებელი ზარი“, რადგან ჩვენ გვაქვს ყველა გეგმა, რომ თუ ესტონეთს თავს დაესხმებიან - და რუსებმა ეს იციან - ჩვენი რეაქცია გამანადგურებელი იქნება. დეტალებში ვერ შევალ, რადგან ვიცი, რომ ვლადიმერ პუტინი ამ პროგრამებს აკვირდება. თუმცა, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ არა მხოლოდ ეს გეგმები გვაქვს, არამედ გვყავს ხალხი და სამხედრო აღჭურვილობაც, რომელიც ამას მხარს დაუჭერს. სწორედ ამიტომ გვჭირდება მეტის დახარჯვა. თუმცა, საქმე იმაში არ არის, რომ ესტონელები მარტო დარჩნენ. ნატო-ს სრული ძალა, მათ შორის შეერთებული შტატების სრული მხარდაჭერა, მოვა დასახმარებლად. პუტინმა ეს იცის. სწორედ ამიტომ არ დაესხმება თავს დღეს ესტონეთს. თუმცა, შესაძლოა, ხუთ ან შვიდ წელიწადში დაესხას თავს, თუ ყველა ამ დამატებით ინვესტიციას არ განვახორციელებთ“, - აღნიშნა რუტემ.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე