Axios - დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სამიტის წინ ევროპელი, უკრაინელი და ამერიკელი ოფიციალური პირები დიდ ბრიტანეთში ერთმანეთს შეხვდებიან

დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სამიტის წინ ევროპელი, უკრაინელი და ამერიკელი ოფიციალური პირები დიდ ბრიტანეთში ერთმანეთს შეხვდებიან, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Axios-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა Axios-ის ცნობით, აშშ-ის, უკრაინისა და ევროკავშირის ოფიციალური პირების შეხვედრის მიზანს აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სამიტის წინ საერთო პოზიციებზე შეთანხმება წარმოადგენს.

გამოცემის წყაროების ინფორმაციით, ოთხშაბათს, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპელ ლიდერებს შორის გამართულ სატელეფონო საუბრისას დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მზად არის ომი დაასრულოს, თუ უკრაინა ლუგანსკს, დონეცკსა და ყირიმს დათმობს. ამასთან, ხუთშაბათს განხორციელებულ სატელეფონო საუბარში უიტკოფმა აღნიშნა, რომ პუტინი ხერსონსა და ზაპოროჟიეს ოლქებში ამჟამინდელი პოზიციების გაყინვას დათანხმდება.

ერთ-ერთმა უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა Axios-ს განუცხადა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვოლოდიმირ ზელენსკი პუტინის მოთხოვნებს დათანხმდება, ის იძულებული გახდება რეფერენდუმი დანიშნოს, რადგან უკრაინის კონსტიტუცია მას ტერიტორიების დათმობას უკრძალავს.

ცნობისთვის, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 15 აგვისტოს, ალასკაზე გაიმართება.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი