მე-8 საპყრობილეში მეტადონის ჩანაცვლების პილოტური პროგრამა იწყება

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 საპყრობილეში ოპიუდურმედიკამენტებზე დამოკიდებული პატიმრებისთვის მეტადონის ჩანაცვლების პილოტური პროგრამა იწყება.

იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროებს შორის შეთანხმება დღეს გააფორმდა. ჩანაცვლების პროგრამას „გლობალფონდი“ აფინანსებს.

როგორც ხელმოწერის ცერმონიას საქართველოს პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა განაცხადა, პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და სასჯელაღსრულების დეპარტამენტში 2-3 თვე გაგრძელდება; თუ პროცესი გაამართლებს, მისი გაგრძელებაზეც იქნება საუბარი.

ჯანდაცვის მინისტრის ალექსანდრე კვიტაშვილის თქმით, პროგრამა 50 პატიმარზეა გათვლილი, რაც მათ დაეხმარება ე.წ. ლომკის დეპოქსიკაციის დაძლევაში.

„მკურნალობა განხორციელდება ხანგრძლივი დეტოქსიკაციის ფორმით. პაციენტებს მიეცემათ მეტადონის ჰიდროქლორიდის კლებითი დოზები, სხვა მედიკოფსიქოლოგიურ ღონისძიებათა კომპლექსში, რაც უზრუნველყოფს სინდრომის მოხსნას, პაციენტის ფსიქოფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, ხელს შეუწყობს მომავალში მისი შრომისუნარიანობის აღდგენას, ცხოვრების ჯანსაღი წესის აღდგენას და საზოგადოებაში რეინტეგრაციას“, _ განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თინა ბურჯალიანმა განაცხადა, რომ გლდანში მდებარე სასჯელაღსრულების მე-8 საპატიმროში ინფრასტრუქტურა კეთილმოწყობილია და ყველა პირობაა შექმნილი, რათა პროექტმა წარმატებით იმუშაოს.;

;

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში