რუსეთმა და ჩინეთმა თანამშრომლობის შესახებ 22 დოკუმენტი გააფორმეს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, რუსეთისა და ჩინეთის დელეგაციებმა თანამშრომლობის შესახებ 22 დოკუმენტს მოაწერეს ხელი, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

გაფორმებულ დოკუმენტებს შორისაა: მემორანდუმი ატომური ენერგიის სახელმწიფო კორპორაცია „როსატომსა“ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ატომური ენერგიის სააგენტოს შორის ატომური ენერგიის მშვიდობიანი გამოყენების სფეროში

სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარების შესახებ; ურთიერთგაგების მემორანდუმი სახელმწიფო კოსმოსურ კორპორაცია „როსკოსმოსსა“ და ჩინეთის ეროვნულ კოსმოსურ ადმინისტრაციას შორის; შეთანხმება სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ „გაზპრომსა“ და ჩინეთის ეროვნულ ნავთობკორპორაციას შორის; შეთანხმება ინოვაციური განვითარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ „რუსეთის სბერბანკსა“ და ცინჰუას უნივერსიტეტს შორის და სხვა.

ასევე ხელი მოეწერა სხვა დოკუმენტებს, რომლებიც ეხება ეხება მედიის, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, ტერიტორიული განვითარებისა და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის სფეროებს.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე