თსუ-ს პირველი კორპუსიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით სტუდენტების მსვლელობა მიმდინარეობს

თსუ-ს პირველი კორპუსიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით სტუდენტების საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს.

მარშის მონაწილეებმა სრულად გადაკეტეს მელიქიშვილის გამზირი.

მათ უჭირავთ ბანერები წარწერებით: „როცა უსამართლობა ხდება კანონი წინააღმდეგობა ხდება მოვალეობა!“ მარშის მონაწილეებს აქვთ საქართველოს დროშები. ისინი სკანდირებენ: „საქართველო, საქართველო!“

სტუდენტების განცხადებით, დღევანდელი შეკრების მიზანია სამშობლოსთვის ბრძოლა. მათივე თქმით, ამ ბრძოლაში უკან დახევა არ შეიძლება.

„ჩვენი გზავნილი იქნება ის, რომ საქართველოს რუს ბიძინა ივანიშვილს და კობახიძეს არ დავუთმობთ. გვსურს, რომ ჩვენი მომავალი იყოს თავისუფალი და დამოუკიდებელი. საქართველო არ გარუსდება და ბიძინა ივანიშვილი ახალგაზრდა თაობას თავის მარწუხებში ვერ მოაქცევს. ბრძოლა იქნება ბოლომდე! ჩვენი ერთადერთი მიზანია სამშობლოსთვის ბრძოლა, ამიტომ ამ ბრძოლაში უკან დახევა არ შეიძლება! ბიძინა ივანიშვილი ჩვენგან უნდა ელოდოს სიურპრიზებს და ეს სიურპრიზი გამარჯვებით დასრულდება.

სიურპრიზი იქნება ის, რაც აქამდე არ უნახავს. უამრავი ადამიანი გამოვა, ეს იქნება სიურპრიზი მისთვის. ამიტომ, ელოდოს იმას, რაც არ უნახავს! მშვიდობიანი რევოლუცია. რევოლუცია არ არის ცუდი სიტყვა“, - აცხადებს მარშის ერთ-ერთი მონაწილე დათუნა დანელია.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში