პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში გადაასვენეს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II სამების საკათედრო ტაძრიდან სიონის საპატრიარქო ტაძრამდე მსვლელობით გადაასვენეს.

ილია მეორის დაკრძალვამდე გადაიხდიან პანაშვიდს და დაკრძალავენ სიონის ტაძარში, საკურთხევლის მარცხენა მხარეს.

სამებიდან სიონის ტაძრამდე, მთელ პერიმეტრზე, სადაც პატრიარქის დაკრძალვის სამგლოვიარო მსვლელობამ გამოიარა, სამხედროებისგან შემდგარი სპეციალური კორიდორია მოწყობილი.

სამგლოვიარო მარშრუტის გასწვრივ მოწყობილი იყო ცოცხალი დერეფანი, რა დროსაც მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ პატივი მიეგოთ ქვეყნის სულიერი მამისთვის.

მრევლი სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოვიდა, რათა პატრიარქისთვის უკანასკნელი პატივი მიეგოთ.

ილია მეორის დაკრძალვაზე დასასწრებად თბილისში სხვადასხვა ქვეყნისა და ეკლესიის დელეგაცია ჩამოვიდა, მათ შორის საქართველოში იმყოფებიან სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ვაჰაგნ ხაჩატურიანი, აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე, საჰიბა გაფაროვა, ასევე, ჩამოსულია ვატიკანის და რუსეთის ეკლესიების დელეგაციები, ისე როგორც დაკრძალვას ესწრებიან სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები.

ცერემონიას უცხოეთიდან ჩამოსულ დელეგაციებთან ერთად ესწრებოდნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები.

სამების საკათედრო ტაძარში წირვა დილის 09:00 საათზე დაიწყო. ღვთისმსახურება სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღასრულა.

უნეტარესის წესის აგების მსახურება რომის მთავარეპისკოპოსმა და მსოფლიო პატრიარქმა, ყოვლადუწმინდესმა ბართლომეოს პირველმა მიტროპოლიტ შიოსთან და წმინდა სინოდის წევრებთან ერთად შეასრულა.

ტაძრის ეზოში მდგარ მრევლს შესაძლებლობა ჰქონდა ეზოში დამონტაჟებული მრავალი მონიტორიდან თვალი ედევნებინა მსახურებისთვის.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სამოქალაქო პანაშვიდი გასული დღეების განმავლობაში სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარეობდა.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ