მეუფე შიო - დღეს ჩვენი გულები სავსეა ემოციებით - ყველას გვინდა, რაღაც ვთქვათ, გამოვხატოთ ჩვენი სიყვარული, ერთგულება, მადლიერება და ალბათ, კიდევ ერთი რამე, რაც უნდა ვთქვათ - შენდობა უნდა ვთხოვოთ მის უწმინდესობას

დღეს ჩვენი გულები სავსეა ემოციებით, გრძნობებით, სიტყვებით. ყველას გვინდა, რაღაც ვთქვათ, გამოვხატოთ ჩვენი სიყვარული, ერთგულება, მადლიერება და ალბათ, კიდევ ერთი რამე, რაც უნდა ვთქვათ - შენდობა უნდა ვთხოვოთ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სიონის ტაძარში ილია მეორის გამოსამშვიდობებელი სიტყვის წარმოთქმის დროს განაცხადა.

მეუფე შიოს თქმით, პატრიარქისთვის სიონის ტაძარი განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო.

„აი, დადგა წუთები, როდესაც ჩვენ სიონის წმინდა ტაძრის ძვალთშესალაგს უნდა მივაბაროთ ჩვენი ძვირფასი სულიერი წინამძღოლის, მამის, კათოლიკოს-პატრიარქ ილიას ნეშტი.

განსაკუთრებული იყო მისი დამოკიდებულება ამ ტაძრისადმი. აქ დაიწყო მისი 49-წლიანი საპატრიარქო, მოწამებრივი, სამოციქულო ღვაწლი და გზა. სწორედ ამ ტაძარში ჩაისახა მრავალი იდეა, რომელსაც შემდგომ ხორცი შეასხა მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ, რამაც დიდი სიკეთე მოუტანა ჩვენს ქვეყანასა და ეკლესიას, იმ სიწმინდეთა შორის, რომელთა მადლიც მუდამ სდევდა მისი უწმინდესობის მოღვაწეობას და იმ წმინდანთა შორის, იმ პატრიარქთა შორის, რომლებიც წმინდანად შეირაცხნენ მისი ინიციატივითა და მისი ღვაწლით. ამ ყველაფერმა განაპირობა მისი განსაკუთრებული დამოკიდებულება სიონის საპატრიარქო ტაძრისადმი, რაც გამოვლინდა იმაში, რომ მან ინება, დაკრძალულიყო სწორედ ამ ტაძარში.

დღეს ჩვენი გულები სავსეა ემოციებით, გრძნობებით, სიტყვებით. ყველას გვინდა, რაღაც ვთქვათ, გამოვხატოთ ჩვენი სიყვარული, ერთგულება, მადლიერება და ალბათ, კიდევ ერთი რამე, რაც უნდა ვთქვათ - შენდობა უნდა ვთხოვოთ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, ყველაფრისთვის, რაც ისე ვერ შევასრულეთ, რაზეც გული ვატკინეთ, რაც ვერ გავაკეთეთ ისე, როგორც მას სურდა და ის გვაკურთხებდა“, - წარმოთქვა მეუფე შიომ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძრიდან სიონის ტაძარში დაასვენეს, სადაც მისი დაკრძალვის პროცესამდე რამდენიმე წუთით ადრე მეუფე შიომ და მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა, მეუფე ანანიამ გამოსამშვიდობებელი სიტყვა წარმოთქვეს.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!