ყოველ ორშაბათს, 17:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლების და მათი მხარდამჭერების აქცია გაიმართება.
ამის შესახებ აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისრაციასთან განაცხადეს, სადაც ისინი მარშით ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიიდან მივიდნენ.
მათი თქმით, ეცდებიან, რომ მთავრობის ადმინისტრაციასთან პროტესტი 24-საათიანი იყოს.
აქციის მონაწილეები თანამედროვე სამკურნალო მედიკამენტების საქართველოში შემოტანას ითხოვენ.