სალომე ზურაბიშვილი - „ოცნება“ „ოცნებისტების“ აღარაა და მედროვეების, ძალაუფლების მტაცებლებისა თუ მონების კოშმარი გახდა! ეს ზედმეტი შეგუების, იმედის ნაკლებობის, ყველაფრის ზემოთ ქვეყნის ვერ თუ არ დაყენების ბრალიცაა - ერთად გამოვასწორებთ!

14 წელი! კანონზომიერებას უკვე გადაცდა! ეს „ოცნება“ „ოცნებისტების“ აღარაა და მედროვეების და ძალაუფლების მტაცებლების თუ მონების კოშმარი გახდა, - ასე აფასებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, იუსტიციის სამინისტროში „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ პარტიად ოფიციალურად დარეგისტრირებიდან 14 წლის გასვლას.

როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, ეს ყველაფერი „ზედმეტი შეგუების, ზედმეტი იმედის ნაკლებობის, ჩვენ თავში ნაკლებად დაჯერების და ქვეყნის ყველაფრის ზემოთ ვერ თუ არ დაყენების ბრალიცაა“.

„14 წელი! კანონზომიერებას უკვე გადაცდა! ეს „ოცნება“ „ოცნებისტების“ აღარაა და მედროვეების და ძალაუფლების მტაცებლების თუ მონების კოშმარი გახდა! მაგრამ ეს ნაწილობრივ ჩვენი ბრალიცაა: ზედმეტი შეგუების, ზედმეტი იმედის ნაკლებობის, ჩვენ თავში ნაკლებად დაჯერების და ქვეყნის ყველაფრის ზემოთ ვერ თუ არ დაყენების. ერთად გამოვასწორებთ და ერთად შევძლებთ!“- წერს ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, 2012 წლის 21 აპრილს, იუსტიციის სამინისტროში, „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ პარტიად ოფიციალურად დარეგისტრირდა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა