ნუგზარ წიკლაური - ხელისუფლება უნდა იყოს გამჭვირვალე და საზოგადოებას უხსნიდეს ამა თუ იმ ცვლილების არსს - „ქართული ოცნება“ ამას საჭიროდ არ თვლის, უფრო მეტიც, არც იციან რატომ მოხდა ეს გადანაცვლება

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, ხელისუფლებაში მიმდინარე ცვლილებები, მათ შორის უშიშროების სფეროში მინისტრების ხშირი როტაცია, მიუთითებს სისტემის არასტაბილურობაზე.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ აღნიშნა, საზოგადოებას არ მიეწოდება ინფორმაცია ამ ცვლილებების მიზეზების შესახებ, რაც გამჭვირვალობის ნაკლებობაზე მეტყველებს.

„რეჟიმი არ არის სტაბილური. ის, რომ უშიშროების მინისტრი ბოლო ხუთი თვის განმავლობაში მესამედ იცვლება, ეს ძალიან კარგად მიუთითებს რეჟიმის რყევაზე. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ არავინ გვეუბნება რა მიზეზით გადააყენეს მდინარაძე და საერთოდ რატომ განხორციელდა ეს ცვლილებები. ვნახეთ, რომ ელვისებური კარიერა გაიკეთა, [მამუკა მდინარაძე] ლეიტენანტიდან გახდა გენერალ-მაიორი. თუ ასეთი წარმატებული იყო, რატომ არ აგრძელებს სუს-ში საქმიანობას. ხელისუფლება უნდა იყოს გამჭვირვალე და საზოგადოებას უხსნიდეს ამა თუ იმ ცვლილების არსს. „ქართული ოცნება“ ამას საჭიროდ არ თვლის, უფრო მეტიც, არც იციან რატომ მოხდა ეს გადანაცვლება. ეს არის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომელიც როგორც ყოველთვის უკავშირდება საკუთარი უსაფრთხოების და სტაბილურობის უზრუნველყოფას.

შესაძლოა, ეს მიმართული იყოს კობახიძის წინააღმდეგ. თუმცა არ ვიცით რა ხდება კულუარებში, რომელსაც დიქტატორი მართავს“, - განაცხადა წიკლაურმა.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს. მდინარაძეს ასევე დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა. ამასთან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს გელა გელაძის კანდიდატურა წარედგინება, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრად აჭარის ა/ მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი დაინიშნა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია