სალომე ზურაბიშვილი - ვაშა! გვყავს გენერალისიმუსი, რომელიც ითავსებს კოორდინატორ-ისიმუსის ფუნქციას და რომლის ბიოგრაფიაც ყველა საძიებელ პლატფორმაზე გაიწმინდა „ნაცებთან“ ყოველგვარი წარსული კავშირებისგან

ვაშა! გვყავს გენერალისიმუსი, რომელიც ითავსებს კოორდინატორ-ისიმუსის ფუნქციას და რომლის ბიოგრაფიაც ყველა საძიებელ პლატფორმაზე გაიწმინდა „ნაცებთან“ ყოველგვარი წარსული კავშირებისგან, - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს.

როგორც ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ეს არის მორიგ სალაყბო საგანზე ყურადღების გადატანის მცდელობა, რათა ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე არ გამახვილდეს ყურადღება.

„ვაშა! გვყავს გენერალისიმუსი, რომელიც ითავსებს კოორდინატორ-ისიმუსის ფუნქციას და რომლის ბიოგრაფიაც ყველა საძიებელ პლატფორმაზე გაიწმინდა „ნაცებთან“ ყოველგვარი წარსული კავშირებისგან! უსაფრთხოება კი „მანდატურთუხუცესის” ხელში გადადის! ესე იგი ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარების დროს… მეტად „გამოცდილ“ ხელში!

ჩვენ კი ამგვარ სრულიად რიტუალურ როტაციაზე (სტალინის გამოცდილი მეთოდი) უნდა ვიმსჯელოთ და დრო, ენერგია ფუჭად ვხარჯოთ. ან ერთმანეთს უნდა გადავასკდეთ იმის გარჩევაში, თუ რას ნიშნავს „პატარა პრინცის“ გამოსვლა პოლიტიკურ სცენაზე და რას უპირებს მას მამა…

მთავარია, არც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაკარგვაზე, არც ქვეყნის მომავალზე, არც მოსახლეობის უმძიმეს ყოფაზე, არაფერ სხვაზე არ ვიფიქროთ … მთელი ყურადღება გადატანილ იყოს, სატელევიზიო სერიალების მსგავსად, ყოველდღიურად გადმოგდებულ ახალ-ახალ სალაყბო საგანზე”, - წერს ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს. მდინარაძეს ასევე დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა. ამასთან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს გელა გელაძის კანდიდატურა წარედგინება, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრად აჭარის ა/ მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი დაინიშნა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია