პრემიერი - გვჭირდება მჭიდრო კოორდინაცია სამართალდამცავ ორგანოებს შორის - ჩემთვის პირადად შეუძლებელია ყოველდღიურ რეჟიმში თითოეულ საკითხს ვადევნო თვალყური, ამისთვის ახალი თანამდებობის შემოღება აბსოლუტურად პრაგმატულია

საკადრო ცვლილებების საფუძველი არის ძალიან მარტივი. ჩვენ გვჭირდება მჭიდრო კოორდინაცია სამართალდამცავ ორგანოებს შორის - ჩემთვის პირადად შეუძლებელია ყოველდღიურ რეჟიმში თითოეულ საკითხს ვადევნო თვალყური, ამისთვის ახალი თანამდებობის შემოღება არის აბსოლუტურად პრაგმატული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყოველდღიურ რეჟიმში სამართალდამცავი ორგანოების მიერ უამრავი საკითხი არის ერთობლივად გადასაწყვეტი.

„საკადრო ცვლილებების საფუძველი არის ძალიან მარტივი. ჩვენ გვჭირდება მჭიდრო კოორდინაცია სამართალდამცავ ორგანოებს შორის. კიდევ უფრო მეტად გაძლიერებული კოორდინაცია. ჩვენ ამის კარგი პრაქტიკა გვქონდა გასული თვეების განმავლობაში, მაშინ, როდესაც მაგალითად გვიწევდა 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობის აღკვეთა. გვქონდა ძალიან კარგი კოორდინაცია. თუმცა ეს კოორდინაცია არ იყო ფორმალიზებული. ახლა ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რომ ფორმალიზებული, ძლიერი კოორდინაციით გავაგრძელოთ მუშაობა. ყოველდღიურ რეჟიმში არის უამრავი საკითხი, ერთობლივად გადასაწყვეტი სამართალდამცავი ორგანოების მიერ. ჩემთვის პირადად შეუძლებელია ყოველდღიურ რეჟიმში თითოეულ საკითხს ვადევნო თვალყური, ამისთვის ახალი თანამდებობის შემოღება არის აბსოლუტურად პრაგმატული და ამას ეფუძნებოდა ჩვენი გადაწყვეტილება“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს. მდინარაძეს ასევე დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა. ამასთან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს გელა გელაძის კანდიდატურა წარედგინება, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრად აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი დაინიშნა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია