ზურაბ პატარაძე - ყველაფერს გავაკეთებთ ჩემი კუთხის, ჩემი მშობლიური აჭარის საკეთილდღეოდ

ყველაფერს გავაკეთებთ ჩემი კუთხის, ჩემი მშობლიური აჭარის საკეთილდღეოდ, - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად წარდგენილმა ზურაბ პატარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, როგორც რიგითი ჯარისკაცები, ყველაფერს გააკეთებენ ქვეყნის საკეთილდღეოდ.

„მინდა, ძალიან დიდი მადლობა გამოგიცხადოთ ნდობისთვის. ეს ჩემთვის არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და რა თქმა უნდა, ეს არის გამოწვევაც, რომელსაც ჩვენ, ჩვენ გუნდთან ერთად ღირსეულად ვუპასუხებთ, რათა მონაწილეობა მივიღოთ და გავაგრძელოთ ის მნიშვნელოვანი საქმეები, რომელიც დაწყებულია და გრძელდება.

რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ ჩემი კუთხის, ჩემი მშობლიური აჭარის საკეთილდღეოდ. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ, განსაკუთრებით გამოვყოფდი სულხან თამაზაშვილს, იმ პერიოდის განმავლობაში, როცა ამ მნიშვნელოვან პოზიციას იკავებდა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე დაიწყო. დარწმუნებული ვარ, ამ საქმეებს გავაგრძელებთ, ერთად ვმართავთ იმ მნიშვნელოვან პროცესებს, რასაც ჰქვია ქვეყნის აღმშენებლობა, ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე, ჩვენი რეგიონის წარმატება. მინდა მადლობა გადავუხადო, პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობაში. ჩვენ, როგორც რიგითი ჯარისკაცები, ყველაფერს გავაკეთებთ ქვეყნის საკეთილდღეოდ“,- აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა