„გახარია საქართველოსთვის“ - მიხეილ ყაველაშვილმა ზურაბ პატარიძე აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინა

მიხეილ ყაველაშვილმა, ზურაბ პატარიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად საქართველოს კონსტიტუციური კანონის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინა, - ამის შესახებ განცხადებას პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პრეზიდენტს კანდიდატურა უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ სუბიექტთან კონსულტაციის შემდეგ უნდა წარედგინა, მაგრამ მას არავითარი კომუნიკაცია არ ჰქონია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკურ გუნდთან.

„დღეს, მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოს კონსტიტუციური კანონის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით - ზურაბ პატარიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად წარადგინა.

მიუხედავად იმისა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია პირდაპირ ითხოვს, რომ პრეზიდენტმა კანდიდატურა უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ სუბიექტთან კონსულტაციის შემდეგ წარადგინოს, მას არავითარი კომუნიკაცია არ ჰქონია ჩვენს პოლიტიკურ გუნდთან - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში.

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციის შემდეგ უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას და მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის მიერ დასახელებულ მინისტრების კანდიდატურებს.

შესაბამისად, აღნიშნულ ფაქტს მივიჩნევთ არა ფორმალურ შეცდომად, არამედ საქართველოს კონსტიტუციური კანონის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის აშკარა და უხეშ დარღვევად, ინსტიტუციებისა და იმ მოქალაქეების უპატივცემულობად, რომელსაც წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო”, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი ბილანიშვილი - საქართველო მარტო, პარტნიორების გარეშეა დარჩენილი, ისეთი მცირე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს არის განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.04.2026
ათობით სტიპენდიატი და გაცემული 85 000 ლარი - NMG ახალგაზრდების მხარდამჭერი
„სილქნეტი“ აგრძელებს პრო­ექ­ტის „მსა­ხი­ო­ბე­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რის­თვის“ მხარდაჭერას
Kia საქართველო მომხმარებლებს ავტომობილის ფლობის სრულად გამჭვირვალე სტანდარტს სთავაზობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ თუთუ კილაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება