საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა, შესაძლოა, უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობად განისაზღვროს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა, შესაძლოა უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობად განისაზღვროს. ასევე, შესაძლებელი ხდება, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი მიენიჭოს.

ცვლილებები, რომლითაც უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობების ჩამონათვალი ფართოვდება, “დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში შედის და ის პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

საგარეო საქმეთა მინისტრისთვის უმაღლესი დიპლომატიური რანგის მინიჭება მისთვის რანგის შესაბამისი დანამატის - ყოველთვიურად 1 360 ლარის გაცემას ითვალისწინებს.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
„იმპექსი“ 27 წლისაა - ბრენდი დაბადების დღის კვირეულს მასშტაბური კამპანიით აღნიშნავს
„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტთან თანამშრომლობით, რეგიონში უნიკალური ტექნოლოგია დაინერგა
სილქნეტის მხარდაჭერით წინანდლის მამულმა  ფესტივალ „ვარდობისთვეს“ უმასპინძლა