სალომე სამადაშვილი - სანამ „ოცნების“ ხელისუფლება უვიზო რეჟიმის გაუქმებას გულმოდგინედ ცდილობს, ბრიუსელში საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი ახალი პროექტი იწყება - მალე უნდა დასრულდეს სირცხვილი, რასაც დღევანდელი რეჟიმი წარმოადგენს

სანამ „ოცნების“ ხელისუფლება უვიზო რეჟიმის გაუქმებას გულმოდგინედ ცდილობს, ბრიუსელში საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი ახალი პროექტი იწყება. ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

საქმე ეხება ბრიუსელში, Aegidium-ის შენობას, რომელიც „ხაზარაძეების ფონდმა“ შეიძინა. როგორც სამადაშვილი წერს, აღნიშნულ სასახლეში საქართველოს სახლი იქნება დაფუძნებული.

„დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხის ბრძოლით, ძალიან მალე მოვა დრო, როდესაც რეჟიმისგან გათავისუფლებული საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას იზეიმებს, როგორც საქართველოს საელჩოს შენობაში, ისე ამ გასაოცარ სასახლეში, სადაც ევროპაში საქართველოს სახლი ფუძნდება.

დიდი მადლობა ბელგიელ არქიტექტორს, ანდერს ბიოლკს, რომელმაც ჯერ საელჩოსთვის მოგვაძებნინა გასაოცარი შენობა წლების წინ, ახლა ამ უნიკალური შენობის მოპოვებაშიც დაეხმარა „ხაზარაძეების ფონდს“.

მალე უნდა დასრულდეს სირცხვილი, რასაც დღევანდელი რეჟიმი წარმოადგენს... დავიბრუნოთ ეროვნული თავმოყვარეობა, რომელსაც გვართმევენ, ევროპის დედაქალაქში წარმატებული ქვეყნის სახელით შევძლოთ საუბარი, საქართველოს გრძელვადიანი მშვიდობის, განვითარების და კეთილდღეობის დასაცავად.

სამარცხვინოა ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა“, - წერს სამადაშვილი სოციალურ ქსელში.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა