წლების განმავლობაში, მამუკა ხაზარაძის უშუალო ჩართულობით, უკრაინიდან ასობით ბავშვსა და მოზარდს ვუმასპინძლეთ საქართველოში და გავუწიეთ დახმარება. ამავე პერიოდში უკრაინაშიც ჰქონდა „ლელოს” ჰუმანიტარული მისია, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო-ლელოს“ აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე გენო თებიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს.
როგორც თებიძის „ფეისბუქ“ პოსტში წერია, აღნიშნული პროექტი 2017 წლიდან ხორციელდება, მაშინ, როცა „ხელისუფლება ვერ ხედავდა უკრაინელ ბავშვებს, დღეს კი „ქართულმა ოცნებამაც“ მოიცალა მათთვის“.
საქმე ისაა, რომ პროექტს „ბავშვებს უნდათ მშვიდობა“, როგორც ქართულ-უკრაინულ ინიციატივას 2017 წლიდან ვახორციელებთ. პროექტის მიზანია, ქართველი და უკრაინელი მებრძოლებისა და ვეტერანების შვილების დამეგობრება და საომარი მოქმედებების ზონაში მცხოვრები უკრაინელი ბავშვების დახმარება და ფსიქო-რეაბილიტაცია. ამ წლების განმავლობაში, მამუკა ხაზარაძის უშუალო ჩართულობით, უკრაინიდან ასობით ბავშვსა და მოზარდს ვუმასპინძლეთ საქართველოში და გავუწიეთ დახმარება. ამავე პერიოდში უკრაინაშიც ჰქონდა “ლელოს” ჰუმანიტარული მისია.
ეს ისე ინფორმაციისთვის, საზოგადოებამ რომ დაინახოს რეალობა და სხვაობა - მაშინ, როცა „ქართული ოცნება” უკრაინელ ბავშვებს „ვერ ხედავდა” ჩვენ ამას ვაკეთებდით.
მრავალი წლის შემდეგ, დღეს უკრაინელ ბავშვებთან ირაკლი კობახიძე ვიხილეთ - როგორც იქნა, “ქართულმა ოცნებამ” უკრაინელი ბავშვებისთვისაც მოიცალა“, - წერია გენო თებიძის პოსტში.