ელენე ხოშტარია - თუ ჩვენ არ გვექნება რეაქცია იმაზე, რომ ადამიანს იჭერენ სიტყვისთვის, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ხელით ვაწერთ მონობას ხელს

კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს შეიძლება დიქტატურის გაფორმებას ნიშნავდეს, მაგრამ ყველაზე საგანგაშო არის ის, რომ თუ ჩვენ არ გვექნება ამაზე რეაქცია, რომ ადამიანს იჭერენ სიტყვისთვის, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ჩვენი ხელით ვაწერთ მონობას ხელს, - ამის შესახებ “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტ ვახო სანაიას დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ხოშტარიას თქმით, საზოგადოებამ უნდა იმოქმედოს და ანახოს ხელისუფლებას, რომ ის არაფრის დათმობას არ აპირებს.

„პირველ რიგში, ჩემი პატივისცემა ვახო სანაიას, რომელიც გამორჩეულია საკუთარი შეუპოვრობით. სრული მხარდაჭერა მის ოჯახს. საგანგაშო, რაც დღეს ხდება, პირველ რიგში, არის ის, რომ რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ცხადია, რომ მიდგნენ ტელევიზიებს, “ფორმულას”, “ტვ პირველს”, “კავკასიას” და ჟურნალისტებს უშუალოდ და ინდივიდუალურად.

კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს შეიძლება დიქტატურის გაფორმებას ნიშნავდეს, მაგრამ ყველაზე საგანგაშო არის ის, რომ თუ ჩვენ არ გვექნება ამაზე რეაქცია, რომ ადამიანს იჭერენ სიტყვისთვის, ეს იქნება ყველაზე საგანგაშო იმიტომ, რომ ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ჩვენი ხელით მონობას ვაწერთ ხელს. სიტყვის შეზღუდვა არის ადამიანისა და საზოგადოების მკვლელობა. საგანგაშო იქნება, თუ ჩვენ ამას შევეგუებით.

სხვა მხრივ, რა თქმა უნდა, ძალიან უსამართლოა, რომ ვახო იქნება ციხეში და დარწმუნებული ვარ, ის მხოლოდ იამაყებს ამით, ჩვენც ვიამაყებთ, მაგრამ ძალიან კარგად უნდა დავფიქრდეთ და ვიმოქმედოთ, იმისთვის, რომ ვანახოთ, სიტყვის დათმობას ჩვენ არ ვაპირებთ“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა