„ლელო - ძლიერი საქართველო“ - ვახო სანაიას დაკავება ადასტურებს, რომ ხელისუფლება ვერ ეგუება კრიტიკულ მედიას და განსხვავებულ აზრს - ჟურნალისტების მიმართ სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება წარმოადგენს საგანგაშო ტენდენციას

ვახო სანაიას დაკავება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლება ვერ ეგუება კრიტიკულ მედიას და განსხვავებულ აზრს. ჟურნალისტების მიმართ სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება მათი პროფესიული საქმიანობისა და გამოხატვის თავისუფლების კონტექსტში, წარმოადგენს საგანგაშო ტენდენციას, - ასე ეხმაურება “ძლიერი საქართველო - ლელო” ჟურნალისტ ვახო სანაიას დაპატიმრებას.

პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ “ქართული ოცნება” ქვეყანაში კრიტიკული აზრის წინააღმდეგ იყენებს მათსავე მიღებულ რეპრესიულ კანონებს.

"ძლიერი საქართველო - ლელო" გმობს ჟურნალისტ ვახო სანაიას დაკავების ფაქტს და მიიჩნევს, რომ ეს არის ხელისუფლების მხრიდან თავისუფალ მედიასა და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებზე განხორციელებული რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელება.

ჟურნალისტი ვახო სანაია თავისუფალი სიტყვისთვის იზოლატორში აღმოჩნდა. ეს ფაქტი განსაკუთრებით მძიმეა იმ ფონზე, როდესაც საქართველოში ჟურნალისტებისა და თავისუფალი პროფესიის წარმომადგენლების მიმართ ზეწოლისა და რეპრესიული პრაქტიკის შემთხვევები სისტემურ ხასიათს იღებს.

“ქართული ოცნების” ხელისუფლება კრიტიკული აზრის წინააღმდეგ იყენებს მათ მიერვე მიღებულ რეპრესიულ კანონებს, რაც დემოკრატიული ინსტიტუტების მიზანმიმართულ დასუსტებასა და ავტორიტარული მმართველობის გაძლიერებას ემსახურება.

ვახო სანაიას დაკავება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლება ვერ ეგუება კრიტიკულ მედიას და განსხვავებულ აზრს. ჟურნალისტების მიმართ სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება მათი პროფესიული საქმიანობისა და გამოხატვის თავისუფლების კონტექსტში, წარმოადგენს საგანგაშო ტენდენციას.

“ძლიერი საქართველო - ლელო” სოლიდარობას უცხადებს ვახო სანაიას და ყველა იმ ჟურნალისტს, რომელიც პროფესიული საქმიანობის ფარგლებში იცავს საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებისა და თავისუფალი სიტყვის უფლებას”, - აცხადებენ პარტიაში.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - დღეს ოპოზიციის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ისეთი საარჩევნო გარემოსთვის ბრძოლა, რომელშიც მონაწილეობას აზრი ექნება და კონკრეტული შედეგები მოჰყვება
ქართული პრესის მიმოხილვა 20.07.2026
ნათია ლოლაძეს ესექსის უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
SBC Summit Tbilisi-ს რეკორდული რაოდენობის, 44 ქვეყნის 2500-მდე დელეგატი დაესწრო