„ნაციონალური მოძრაობა“ „საერთაშორისო გამჭვირვალობაზე“ - როგორ უნდა მოახერხო და შექმნა პოლიტპატიმრების სია, სადაც ყველაზე ცნობილი პოლიტიკური ტყვე არ შეიყვანო? - „ანტიმიშა“ კამპანია მხოლოდ ამ ორგანიზაციის რეპუტაციას აზიანებს

როგორ უნდა მოახერხო და შექმნა პოლიტპატიმრების სია, სადაც ცალსახად ქვეყნის ყველაზე ცნობილი პოლიტიკური ტყვე, პუტინის და ივანიშვილის მთავარი ოპონენტი არ შეიყვანო - „ანტიმიშა“ კამპანიის ეს უსამართლო და თავხედური გაგრძელება მხოლოდ ამ ორგანიზაციის რეპუტაციას აყენებს ზიანს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაშია აღნიშნული.

პარტიის ცნობით, სამწუხარო, გაუგებარი და საგანგაშოა “საერთაშორისო გამჭვირვალეობა - საქართველოს” მიერ მომზადებული ანგარიში საქართველოში პოლიტიკურ პატიმართა მდგომარეობის შესახებ, რომელშიც იგნორირებულია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრობის სტატუსი და მის წინააღმდეგ განხორციელებული რუსული ტიპის რეპრესიების მთელი კასკადი.

ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმის მიერ განხორციელებული მასობრივი პოლიტიკური რეპრესიების შესახებ ამომწურავი და სანდო ინფორმაციის საერთაშორისო პოლიტიკური, სასამართლო და ჰუმანიტარული ინსტიტუტებისა და მედიისათვის მიწოდება რეჟიმის დემონტაჟისათვის მნიშვნელოვანი აქტი, ხოლო უფლებადამცველი ორგანიზაციებისათვის მაღალი პროფესიული და ეთიკური სტანდარტის ვალდებულებაა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისათვის“, ისევე როგორც საქართველოს მოქალაქეთა დიდი უმრავლესობისათვის სამწუხარო, გაუგებარი და საგანგაშოა “საერთაშორისო გამჭვირვალეობა - საქართველოს” მიერ მომზადებული ანგარიში საქართველოში პოლიტიკურ პატიმართა მდგომარეობის შესახებ, რომელშიც იგნორირებულია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრობის სტატუსი და მის წინააღმდეგ განხორციელებული რუსული ტიპის რეპრესიების მთელი კასკადი.

ფუნდამენტური ჰუმანიტარული და პოლიტიკური ღირებულებების პირისპირ უადგილოდ და დემაგოგიურად ჩანს ორგანიზაციის მიერ პოლიტიკური დევნის ევროპულ კრიტერიუმებზე და დროით ჩარჩოებზე აპელირება, მით უმეტეს, რომ მიხელ სააკაშვილის პოლიტიკურ დევნასა და წამებაზე ფაქტობრივად ყველა შესაბამის ევროპულ ინსტიტუტს აქვს მიღებული რეზოლუციები და დადგენილებები.

მსგავსი ფაქტები სამწუხაროდ აძლიერებს საზოგადოებაში არსებულ ეჭვს, რომ ვიწროპოლიტიკური და არაკეთილსინდისიერი დღის წესრიგის შესაბამისად, რიგი პოლიტიკური და სამოქალაქო აქტორები ცდილობენ ივანიშვილის რუსული რეჟიმის დანაშაულებები და სისტემური პოლიტიკური რეპრესიები მხოლოდ ბოლო რამდენიმე წელიწადზე დაავიწროონ და როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება გადაიტანონ იმ ფაქტიდან, რომ პოლიტიკური ოპონენტების მასობრივი და უწყვეტი ტერორი ივანიშვილის კრიმინალურმა დაჯგუფებამ ხელისუფლების დასაკუთრებისთანავე - 2012 წლიდან გააჩაღა.

როგორ უნდა მოახერხო და შექმნა პოლიტპატიმრების სია, სადაც ცალსახად ქვეყნის ყველაზე ცნობილი პოლიტიკური ტყვე, პუტინის და ივანიშვილის მთავარი ოპონენტი არ შეიყვანო. როდესაც ვსაუბრობთ მასზე როგორც მთავარ პოლიტიკურ პატიმარზე ჩვენ ვეწევით არა პარტიულ პიარს, არამედ ვახდენთ ფაქტის კონსტატაციას. ნათელია რომ ყველა სხვა პოლიტიკური ტყვე შეიძლება ივანიშვილმა დაუშვას პოლიტიკურ ველზე გარდა საქართველოს მესამე პრეზიდენტისა, რომლისაც ოლიგარქს ყველაზე მეტად ეშინია.

„ანტიმიშა” კამპანიის ეს უსამართლო და თავხედური გაგრძელება მხოლოდ ამ ორგანიზაციის რეპუტაციას აყენებს ზიანს და არა მთელი ქვეყნისთვის და ცივილიზებული სამყაროსთვის ცნობილ ისტორიულ ფაქტს მიხეილ სააკაშვილის, როგორც პუტინის და ივანიშვილის პოლიტიკური პატიმრის დევნის შესახებ.

უკრაინის მიერ რუსეთის კატასტროფული დამარცხების მოახლოების კვალდაკვალ, პუტინის მარიონეტების დანაშაულებების მხილება და პასუხისგებაც დადგება მსოფლიოს პოლიტიკურ დღის წესრიგში, რასაც მთელი ჩვენი საზოგადოება კონსოლიდირებული და რუსული პროპაგანდის მიერ თავსმოხვეული კომპლექსებისა და შიშებისაგან გათავისუფლებული უნდა შეხვდეს, რასაც მსგავსი მანიპულაციები არათუ ხელს უწყობენ, არამედ ამ პერსპექტივას მძიმედ აზიანებენ,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული განახლებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოში 91 პოლიტიკური პატიმარია. ორგანიზაციის განცხადებით, სიაში შეყვანილი 91 პირი აკმაყოფილებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ დადგენილ პოლიტპატიმრის კრიტერიუმებს. საუბარია 91 მსჯავრდებულსა და ბრალდებულზე, რომლებიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფებიან.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - დღეს ოპოზიციის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ისეთი საარჩევნო გარემოსთვის ბრძოლა, რომელშიც მონაწილეობას აზრი ექნება და კონკრეტული შედეგები მოჰყვება
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება
ნათია ლოლაძეს ესექსის უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
SBC Summit Tbilisi-ს რეკორდული რაოდენობის, 44 ქვეყნის 2500-მდე დელეგატი დაესწრო