ვოლოდიმირ ზელენსკი - ახლა არჩევნები ცუნამია, რომელიც უკრაინას გახლეჩს - ჩემი სტრატეგიაა ქვეყანა ომის დასრულებამდე მივიყვანო და სუვერენული სახელმწიფო შევინარჩუნო

ახლა არჩევნების ჩატარება ცუნამია, რომელიც უკრაინას გახლეჩს. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან გააკეთა.

„მიმაჩნია, რომ მსგავსი ომის პირობებში არჩევნების ჩატარება დიდ რისკს წარმოადგენს. ახლა არჩევნები ცუნამია, რომელიც უკრაინას გახლეჩს. ამიტომ, ჩემი სტრატეგიაა ქვეყანა ომის დასრულებამდე მივიყვანო და დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო შევინარჩუნო. და, ამას ვასრულებ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით უკრაინაზე ზეწოლა გასულ წელსაც ხორციელდებოდა.

„ჩემი პოზიცია ნათელი იყო. თუ პარტნიორები კონკრეტულ პირობებს შემოგვთავაზებენ, რომელთა მიხედვითაც უკრაინაში არჩევნების ჩატარებას უსაფრთხოდ, ლეგიტიმურად და დემოკრატიულად შევძლებთ, ასევე, მასში სამხედროების მონაწილეობით, ფრონტისპირა ტერიტორიებსა და საზღვარგარეთ ჩატარებით, მაშინ ეს საკითხი განვიხილოთ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის განცხადებით, ჯერჯერობით არცერთ დასავლელ პარტნიორს არ წარუდგენია კონკრეტული წინადადება, რომელიც არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარების გარანტიას იძლევა.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა