ქართული ბიზნესისთვის საერთაშორისო ბაზარზე გასვლა ხშირად რთულ პროცესთან, დამატებით ხარჯებთან და მრავალ ეტაპთან ასოცირდება. თუმცა, Wildberries-ის პლატფორმა ამ პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს და ადგილობრივ მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი პროდუქცია საქართველოს ფარგლებს გარეთაც შესთავაზონ მომხმარებლებს.
თუ გაქვთ საკუთარი პროდუქტი და გსურთ გაყიდვების მასშტაბის გაზრდა, Wildberries-ზე მეწარმედ რეგისტრაცია საშუალებას გაძლევთ - თქვენი ბიზნესი საერთაშორისო ონლაინ ბაზარზე გაიყვანოთ.
რა არის საჭირო დასაწყებად?
პროცესი მარტივია. მთავარი პირობაა, გქონდეთ აქტიური ინდივიდუალური მეწარმის ან შპს-ის სტატუსი.
რეგისტრაციისთვის საჭიროა შეხვიდეთ WB Partners-ის ოფიციალურ ვებგვერდზე - seller.wildberries.ge, აირჩიოთ „მაღაზიის გახსნა“ და შეავსოთ განაცხადი.
წარდგენილი მონაცემების შემოწმებას შესაძლოა 3 სამუშაო დღემდე დასჭირდეს. თუმცა, ანგარიში შესაძლოა ამ ვადაზე ადრეც გააქტიურდეს, რადგან კომპანია ახალი პარტნიორების, რაც შეიძლება სწრაფად ჩართვას ცდილობს.
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ დაგიკავშირდებათ კომპანია „ტრანსკომის“ წარმომადგენელი (კომპანია, რომელიც საქართველოში Wildberries-ის ბრენდს ავითარებს) და დეტალურად აგიხსნით, როგორ მუშაობს პლატფორმა, როგორ სჯობს პროდუქციის განთავსება და რა ნაბიჯები უნდა გადადგათ, რათა გაყიდვები ეფექტურად დაიწყოთ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც ონლაინ მარკეტპლეისებთან მუშაობის გამოცდილება ჯერ არ აქვს - პროცესის დაწყება შეგიძლიათ ეტაპობრივად, შესაბამისი კონსულტაციისა და მხარდაჭერის მიღებით.
პროდუქციის განთავსება Wildberries-ის საწყობში
მეწარმეებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა Wildberries-ის საწყობის გამოყენების შესაძლებლობაა.
შეგიძლიათ პროდუქცია Wildberries-ის საწყობში უფასოდ განათავსოთ, რაც ბიზნესს დამატებითი ლოჯისტიკური ხარჯების შემცირებაში ეხმარება.
ამასთან, Wildberries-ის საწყობში განთავსებულ პროდუქტებზე პლატფორმის საკომისიო უფრო დაბალია, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი უპირატესობა შეიძლება გახდეს გაყიდვების ზრდასთან ერთად.
და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - დასაწყებად არანაირი დეპოზიტის შეტანა არ არის საჭირო.
ერთი პლატფორმა - ახალი ქვეყნები თქვენი ბიზნესისთვის
Wildberries-ზე მეწარმედ რეგისტრაცია მხოლოდ ონლაინ გაყიდვების კიდევ ერთი არხის დამატებას არ ნიშნავს.
ეს არის შესაძლებლობა, რომ თქვენი პროდუქტი გავიდეს საქართველოს ფარგლებს გარეთ და ხელმისაწვდომი გახდეს მომხმარებლებისთვის სხვადასხვა ქვეყანაში - ისე, რომ თითოეული ბაზრისთვის დამოუკიდებლად არ მოგიწიოთ ონლაინ მაღაზიის, ლოჯისტიკური სისტემისა და გაყიდვების არხების თავიდან შექმნა.
თქვენი მხრიდან საჭიროა პროდუქტი და ბიზნესის განვითარების სურვილი - პლატფორმა კი გაძლევთ შესაძლებლობას, ბევრად მარტივად გადადგათ ნაბიჯი საერთაშორისო გაყიდვების მიმართულებით.
Wildberries-ზე მეწარმედ მუშაობის უპირატესობები:
თუ უკვე გაქვთ პროდუქტი და ფიქრობთ გაყიდვების გაფართოებაზე, საერთაშორისო ბაზარზე გასასვლელად რთული გზის გავლა აუცილებელი აღარ არის.
რეგისტრაციის პროცედურასთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის მისამართზე seller@trc.ge.
(R)