შუამდგომლობები ეხებოდა მოსამართლეების აცილებას - ისეთი მოუმზადებელი იყო „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი, რომ გიორგი თევდორაშვილი ეგონა მიხეილ ყაველაშვილის მიერ დანიშნული მოსამართლე, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვის დაწყების პროცესი, სადაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა მოსამართლეების აცილების შუამდგომლობა დააყენეს.
მისი თქმით, მოპასუხე მხარე არაპროფესიონალიზმსა და მოუმზადებლობას ავლენს.
„ისეთი მოუმზადებელი იყო „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი, რომ გიორგი თევდორაშვილი ეგონა მიხეილ ყაველაშვილის მიერ დანიშნული მოსამართლე, როდესაც იყო სალომე ზურაბიშვილის მიერ დანიშნული. სალომე ზურაბიშვილმა თან იმ დროს დანიშნა, როდესაც უკვე ლეგიტიმური იყო, მათი გადმოსახედიდან, მანამდე ხომ არ იყო და მერე გახდა ლეგიტიმური და როცა უკვე ლეგიტიმური იყო, მაშინ დანიშნა ბატონი თევდორაშვილი. ამიტომ, აქაც კი ნახეთ რამხელა არაპროფესიონალიზმსა და მოუმზადებლობას ავლენენ ეს ადამიანები. მოლოდინი არ ვიცი, მაგრამ ჩვენის სურვილია, რომ სრულად დაკმაყოფილდეს სარჩელი“.- განაცხადა კობახიძემ.