საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი

დაბადების ადგილი ქ. თბილისი. დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი 1992 წელს; 1993 წელს სტრასბურგში ადამიანთა უფლებების საერთაშორისო ინსტიტუტის დიპლომი მიიღო.

მუშაობდა ადამიანის უფლებათა ნორვეგიულ ინსტიტუტში ოსლოში, შემდგომ საქართველოს დროებითი სახელმწიფო საბჭოს ადამიანის უფლებათა კომიტეტში, ნიუ-იორკის იურიდიულ კომპანიაში "Patterson, Belknap, Webb & Tyler"; 1994 წელს დაამთავრა კოლუმბიის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი მაგისტრის ხარისხით, ხოლო მომდევნო წელს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსტიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექციებს ესწრებოდა. სწავლობდა ფლორენციის ევროპული სამართლის აკადემიაში და ჰააგის საერთაშორისო სამართლის აკადემიაში; 2000-2001წწ. იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრი; 2002-2003წწ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე; 2015 წლის 13 თებერვალს დაინიშნა უკრაინის რეფორმების საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ.

· პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", დამფუძნებელი და ლიდერი (2001-);

· საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999);

· საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის საკონსტიტუციო და იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტი , თავმჯდომარე (1995-1998);

· საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", თავმჯდომარე (1998-1999);

· საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2000);

· საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, წევრი (1995-);

· საქართველოს პრეზიდენტი (2004-2013).

ჯილდოები, პრემიები და პრიზები:

· 2009 - სომხეთის რესპუბლიკის ღირსების ორდენი;

· 2008 - საპატიო მედალი "10 წელი ასტანაში";

· 2006 - ხაიფას უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი;

· 2005 - უკრაინის წლის ადამიანი;

· 2005 - აშშ-ის ადვოკატთა ასოციაცია, პრიზი, კანონიერებისა და მართლწესრიგისთვის ბრძოლისათვის;

· 2004 - ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან "წლის ევროპელის" ყოველწლიური პრემია;

· ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოქროს მედალი და საპატიო დოქტორი.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი
მამუკა ბახტაძე
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი
გიორგი ქობულია
განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის ყოფილი მინისტრი
მიხეილ ბატიაშვილი
ირაკლი კირცხალია - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხის ევროპული ინტეგრაციის შემაფერხებელ გარემოებად წარმოჩენას შესაძლოა, მძიმე პოლიტიკური შედეგები მოჰყვეს
შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე - ყველამ უნდა დაიმახსოვროს და მოსინჯვებს შეეშვას
ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
მიხეილ სააკაშვილი - ძლიერმა ინსტიტუციებმა, რომელიც ავაშენეთ, გაძლო 14 წელი, მაგრამ ახლა ნამდვილად ჩამოიშალა - ერთადერთი, რაც ამას გამოასწორებს, არის დემოკრატიის აღდგენა, დემოკრატიულად არჩეული ძლიერი ლიდერი კარგი გუნდით და მტკიცე ხელი, არანაირი ხელოვნური, მყიფე კოალიციები
შალვა პაპუაშვილი - არმაზ ახვლედიანის პოლიტიკურ პროექტს აფინანსებენ იმისთვის, რომ ადამიანებს ტვინი გამოურეცხონ - როცა რადიკალ პოლიტიკოსს პოლიტიკურ პროექტს უფინანსებ, ეს არის პოლიტიკური დაფინანსება და უნდა გაირკვეს, ჰქონდა თუ არა თანხმობა
შალვა პაპუაშვილი - ევროპა უკრაინას უყურებს როგორც საკუთარი თავდაცვის ხაზს - ბრძოლა თავად არ უწევთ, გერმანელების, ფრანგების და ლიტველების სისხლი არ იღვრება - ეს აჩვენებს, რა ცივსისხლიანია საერთაშორისო პოლიტიკა!
გიორგი შარაშიძე - საუბარია, თითქოს მანდატებს გვინარჩუნებენ - დიდი ბოდიში, მაგრამ ჩვენი პარტია არ შექმნილა იმისთვის, რომ ერთი მოწვევის პარლამენტში რამდენიმე დეპუტატი შესულიყო, ჩვენ გვაქვს ხანგრძლივი მიზნები
მიხეილ სააკაშვილი - მთლიანად რუს ტურისტებზე საქართველოს მიბმა „ქოცების“ დივერსიაა და შეგნებული მავნებლობების შედეგია ის, რომ ამას მე მაბრალებენ - ჩემი პოლიტიკა ეფუძნებოდა რუსი ტურისტების შეზღუდულად შემოყვანას მკაცრი კონტროლის ქვეშ
მიხეილ სააკაშვილი ირაკლი რუხაძეს - ჩემი ტყვეობა დროებითია, მე შევალ საქართველოს ისტორიაში, როგორც მისი აღმაშენებელი, თქვენ შეხვალთ, როგორც ტურები და გიენები
ირაკლი რუხაძე 7 ნოემბრის საქმეზე - ფაქტობრივად, ბადრი ამან მოკლა, გარდაცვალებამდე ვნახე, იყო ღრმა დეპრესიაში, ტყეში დადიოდა, ოჯახს არ ელაპარაკებოდა - ვიცი, რომ პატარკაციშვილმა თარგამაძეს მისცა ჩანაწერი, რომ ეთერში გაეშვა, მაგრამ „თარგამაძე არ უშვებსო“
მიხეილ სააკაშვილი - გარჩევების დრო არ არის, ჯერ ესენი მოვიშოროთ და მერე იქნებ ჩემით გაგშორდეთ და კისერიც გიტეხიათ - რაც შეეხება 7 ნოემბრის საქმეს, ამასობაში შვილი მეყოლა, რომელიც სკოლაში წავიდა, მეყოლა შვილიშვილი და თქვენც თმები გაგცვივდათ
7 ნოემბრის საქმეზე, მოწმის სახით ირაკლი რუხაძე დაიკითხება
ანონსი 14 სექტემბერი
თინა ბოკუჩავა - გიორგი ბარამიძის სამშობლოს ღალატის ბრალდებით დაპატიმრება განსაკუთრებული ცინიზმია რეჟიმისგან, რომელიც ღალატის ქრონიკას გვაჩვევს ყოველდღიურად
ნანუკა ჟორჟოლიანი - დააკვირდით, ვის იჭერს „ქართული ოცნება“ - რუსეთში ძებნილად იყო გამოცხადებული ოქრუაშვილი და ციხეშია, ძებნილად იყო ელისაშვილი და ციხეშია, ძებნილად იყო გამოცხადებული გიორგი ბარამიძე და ციხეშია
დავით ფანჯაკიძე - მინდა, რომ როცა დავსხდებით ფინჯან ყავასთან და გავარჩევთ საკითხებს, გვერდით გამოიაროს ბიძინა ივანიშვილმა და ჩვენთან ერთად დალიოს ყავა, ხოლო გვერდით მაგიდასთან იჯდეს მიხეილ სააკაშვილი - ეს არის ნორმალური ქვეყანა
ანა წითლიძე - გვარამიამ მითხრა: „მიშას გავწევ და 2028 წელს ბიძინა ხელისუფლებას გადმომაბარებსო“, ვიფიქრე, გააფრინა - თურმე მისი წონის არ ვყოფილვართ, სააკაშვილი რომ გამეძარცვა, მეტი წონა მექნებოდა - შემიძლია ისე დავმარხო პოლიტიკურად, ვეღარასდროს წამოყოს თავი
თეიმურაზ პაპასქირი - უკვე ვიცით, ნამუსგარეცხილმა იაგო ხვიჩიამ ვისი დავალებითაც მოიტანა ყბადაღებული „40 მილიონი“, მან აბსოლუტური ტყუილი გაავრცელა და ამას აჰყვა ხალხი ოპოზიციაში - პრობლემა გვაქვს აზროვნებასთან და სინდისთანაც!
მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს