სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ლალი მოროშკინას სახელფასო ამონაწერს აქვეყნებს

სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ლალი მოროშკინას სახელფასო ამონაწერს აქვეყნებს, სადაც ფიქსირდება მის ანგარიშზე თანამდებობრივი სარგოსა და პრემიის ოდენობა.

როგორც სად-ის წარმომადგენელმა ავთანდილ ჟღენტმა განაცხადა, ამ დოკუმენტით დასტურდება, რომ მოროშკინა ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ ის პრემიას არ იღებდა და უარს ამბობდა სახელფასოს დანამატზე. მისივე თქმით, მოროშკინას 27 ათას ლარზე მეტი პრემია აქვს აღებული.

"რაც შეეხება ლალი მოროშკინას განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ დეპარტამენტში სოციალური მიმართულება არ მუშაობს, ეს მიმართულება უბრალოდ არ შედიოდა ქალბატონ ლალის კომპეტენციაში. სოციალური მიმართულებით აქტიურად მუშაობს დეპარტამენტი, შემუშავებულია 4-წლიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც ეტაპობრივად ხორციელდება. რაც შეეხება ღონისძიებებს, ინტენსიურად მიმდინარეობს კულტურული, სპორტული თუ ინტელექტუალური ღონისძიებები დაწესებულებებში, ასევე ხორციელდება სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტები.

რაც შეეხება დაზღვევის საკითხს, "ბიუჯეტის შესახებ" კანონით რეგულირდება, რომ დაზღვევის თანხა შრომის ანაზღაურების მუხლიდან ვერ გაიცემა. ასევე წინა წლის ბიუჯეტის ასიგნებების გადატანა მომდევნო წლის ბიუჯეტში არ შეიძლება. სადაზღვეო კომპანიის შერჩევა მოხდა "სახელმწიფოს შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის სრული დაცვით და ამ დროისთვის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყველა თანამშრომელი დაზღვეულია", - აცხადებენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში.

ლალი მოროშკინა უარყოფს, რომ მან პრემიის სახით 30 000-მდე ლარი აიღო და ასევე პრემიის სახით ყოველთვიურად 10 000 ლარი მოითხოვა. "დამიმტკიცონ ეს ყველაფერი სასამართლოში. საია-სთან ერთად დავიწყებ პროცესს. დადონ ყველა ფურცელი, დადონ ყველა მხილება. ამ ბრალდებების გამო სასამართლოში აგებენ პასუხს. მათ აქვთ 40-40 ათას ლარიანი პრემია აღებული. მე უკვე მოვითხოვ, რომ ჩემი ხელფასი იყოს ამოღებული 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან და გასაჯაროვდეს", - განაცხადა მოროშკინამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!