უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი სამშობლოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, თამაზ სუხიაშვილი საქართველოში ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მიცვალებულს პატივი მიაგესოფიციალურმა პირებმა და ახლობლებმა. აეროპორტში იმყოფებიან უკრაინის ელჩი საქართველოში ვასილი ციბენკო, სამხედრო ატაშე სერგეი კუნდიუსი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი დავით კერესელიძე.

აეროპორტის გამოსასვლელში ცხედარს დაშვებული დროშებით პატივი მიაგეს "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლებმა. იქ ასევე იმყოფებიან "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, მათ შორის ნუგზარ წიკლაური, კობა ხაბაზი, სერგო რატიანი, ზურაბ ჯაფარიძე, გივი თარგამაძე. გარდაცვლილს ქაშუეთის ტაძარში გადაასვენებენ.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას გარდაცვლილის ბიძაშვილმა, ამირან ცერცვაძემ განაცხადა, თამაზ სუხიაშვილი უკრაინაში საბრძოლველად საკუთარი სურვილით წავიდა.

მისივე ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის დაკრძალავენ თამაზ სუხიაშვილს. ახლობლები აცხადებენ, რომ კვირას, 25 იანვარს მას 37 წელი შეუსრულდებოდა. ნათესავებს არ სურთ, რომ გარდაცვლილი საკუთარ დაბადების დღეზე დაკრძალონ, აქედან გამომდინარე, შესაძლოა, თამაზ სუხიაშვილი ხაშურში, სოფელ ცხრამუხაში შაბათს დაკრძალონ.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა