ირაკლი ღარიბაშვილი ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებას დააკმაყოფილებს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებას გადადგომის შესახებ დააკმაყოფილებს. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადება გუშინ დავოსში გააკეთა.

ირაკლი ღარიბაშვილი დავოსიდან საქართველოში დღეს ბრუნდება.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაძემ პრემიერ-მინისტრს გადადგომის მოთხოვნით მიმართა.

"მინდა მივმართო საქართველოს პრემიერ-მინისტრს გადადგომის მოთხოვნით. ჩემი ეს გადაწყვეტილება განაპირობა ბოლო დროს გაჟღერებულმა ბრალდებებმა, თითქოს მე ხელს ვაფარებ ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბრალდება არ შეესაბამება სიმართლეს, მე ვგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას და ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას. იმ შემთხვევაში, თუ მოხდებოდა ცხელ კვალზე იური ვაზაგაშვილის მკვლელობის გამოძიება, მე არ მივიღებდი ასეთ გადაწყვეტილებას. ამ ტრაგედიის დღეს მე არ ვიმყოფებოდი საქართველოში. ვინაიდან გამოძიება გრძელდება, ვთვლი, რომ უნდა ჩამოვშორდე პროცესს, რათა საზოგადოებას არ დარჩეს კითხვები ხელისუფლების მიმართ. გამოვთქვამ იმედს, რომ უახლოეს მომავალში გამოძიება დასრულდება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა", - ნათქვამია ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: "ლექსო ისე მოიქცა, როგორც მას ეკადრებოდა" - ღარიბაშვილი ჭიკაიძის განცხადებას დააკმაყოფილებს

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა