ირაკლი ღარიბაშვილი - ჭიკაიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ღირსეული პოლიციელი და ჩვენი ქვეყნის ღირსეული ჯარიკაცია

ლექსო ჭიკაიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არის ღირსეული პოლიციელი და ჩვენი ქვეყნის ღირსეული ჯარიკაცი, - ასე აფასებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შს მინისტრობიდან გადადგომის თაობაზე ალექსანდრე ჭიკაიძის გადაწყვეტილებას.

მისივე შეფასებით, ჭიკაიძემ დაადასტურა ისიც, რომ მისთვის მთავარია არა თანამდებობა, არამედ ხალხის სამსახურში ყოფნა.

"მან მომმართა თხოვნით, რომ დავაკმაყოფილო მისი განცხადება გადადგომის თაობაზე. მე მინდა გითხრათ, რომ ლექსომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არის ღირსებული ადამიანი, მოიქცა ისე, როგორც მოიქცეოდა ღირსეული პოლიციელი და ღირსეული ჯარისკაცი ჩვენი ქვეყნის. ის მოიქცა ისე, როგორც მას ეკადრებოდა, რათა საზოგადოებაში არ დარჩეს არც ერთი კითხვა, თუნდაც ის აბსურდული იყოს", - განაცხადა ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ ჭიკაიძის განცხადებას დააკმაყოფილებს.

პრემიერის განმარტებით, მოქმედმა ხელისუფლებამ ქართულ პოლიტიკაში სხვა სტანდარტები დაამკვიდრა.

"ჩვენ სხვა სტანდარტები დავამკვიდრეთ ქართულ პოლიტიკაში. ლექსომ დაადასტურა, რომ მისთვის თანამდებობა არ ყოფილა მთავარი. მთავარია ემსახუროს ხალხს, ქვეყანას. ასე გავაგრძელებთ მანამ, სანამ ვიქნებით ხელისუფლებში - ჩვენი მთავარი პრიორიტეტია ვემსახუროთ ჩვენ ხალხს", - აღნიშნა პრემიერმა.

ვაჟა ბერიძე - გაუგებარია საზოგადოების რა ნაწილს წარმოადგენს მმართველი ძალა და ვისთვისაა „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა სისხლხორცეულად აუცილებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2019
თენგიზ ფხალაძე - ვინც ანაკლიის პორტის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს, იქნებ იმაზეც დაფიქრდეს, რატომ აჩქარებს რუსეთი ტამანში საკუთარი პორტის მშენებლობას?
სილქნეტი მედიასივრცეში გავრცელებულ ბოლოდროინდელ ბრალდებას ეხმიანება სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ოლიგოპოლიასთან დაკავშირებით