გია ხუხაშვილი - გადადგომა ჭიკაიძისთვისაც არის გათავისუფლება იმ ტვირთისგან, რომლის ზიდვაც არ შეეძლო

შეცდომა არა ჭიკაიძის წასვლა, არამედ დანიშვნა იყო, - ასე გამოეხმაურა ექსპერტი გია ხუხაშვილი ალექსანდრე ჭიკაიძის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ის შს მინისტრის პოსტს ტოვებს. როგორც ხუხაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ჭიკაიძე არც ერთი კრიტერიუმით არ აკმაყოფილებდა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას.

"შეცდომა და მთავარი პრობლემა იყო არ მისი წასვლა, არამედ მისი დანიშვნა. ჭიკაიძის დანიშვნა მისთვისაც და ქვეყნისთვისაც საკმაოდ სერიოზული პრობლემა იყო, რადგან ის არც ერთი კრიტერიუმით არ აკმაყოფილებდა ამ თანამდებობას. გადადგომა თავად ჭიკაიძისთვისაც არის გათავისუფლება იმ მძიმე ტვირთისგან, რომლის ზიდვის არც პოლიტიკური და არც პროფესიული კაპიტალი და გამოცდილება არ ჰქონდა. დარწმუნებული ვარ, რომ ის 24 საათი მუშაობდა და ძალიან მონდომებული იყო, თუმცა ეს არ არის საკმარისი. შსს ფუნდამენტს წარმოადგენს ხელისუფლების და მისი დანიშვნა თავიდანვე გაუაზრებული გადაწყვეტილება იყო. ამის თაობაზე ის არ იყო პასუხისმგებელი, პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ადამიანებს, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს, რაც იყო შეცდომა", - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, ვაზაგაშვილების საქმეზე ჭიკაიძის მიმართ წარმოთქმული ბრალდებები სამართლიანი არ არის.

"ჭიკაიძე ამ საქმესთან დაკავშირებით ნეგატიურად არ იყო ჩართული და მის მიმართ ბრალდებები სამართლიანად არ მიმაჩნია. მიუხედავად ამისა, ის იღებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ისეთ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც მათ შორის პოლიტიკურად ძალიან რეზონანსულია, ეს მისასალმებელია და ნამდვილად შეესაბამება იმ სტანდარტს რაც მიღებულია ნორმალურ და დემოკრატიულ ქვეყნებში", - აღნიშნა ხუხაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა