დავით საგანელიძე მიიჩნევს, რომ ვახტანგ გომელაური რეფორმატორი მინისტრი იქნება

შს მინისტრის თანამდებობაზე ვახტანგ გომელაურის დანიშვნით პრემიერ-მინისტრმა ყველაზე კარგი, სწორი და დროული გადაწყვეტილება მიიღო, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე შს მინისტრად გომელაურის დანიშვნას.

საგანელიძის შეფასებით, გომელაური რეფორმატორი მინისტრი იქნება.

"ხაზგასმით ვიტყვი, რომ პრემიერ-მინისტრმა ძალიან კარგი და ყველაზე სწორი არჩევანი გააკეთა. დიდი ხანი არ არის, რაც ვახტანგ გომელაურს ვიცნობ, მაგრამ იმ პერიოდის გათვალისწინებით, რაც "ქართულ ოცნებაში" ვარ, შემიძლია ვთქვა, რომ გამორჩეულად წესიერი, პროფესიონალი და ღირსეული ადამიანია. სტრუქტურებში სწორედ ასეთი ადამიანები გვჭირდება. პრემიერ-მინისტრმა ყველაზე კარგი და დროული გადაწყვეტილება მიიღო. ვახტანგ გომელაური ამ თანამდებობაზე საინტერესო რეფორმატორი იქნება და ამ მხრივ, ბევრ საინტერესო თემას ის თავად გაუძღვება", - აცხადებს საგანელიძე.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ გომელაური გახმაურებული მკვლელობის ფონზე დაინიშნა და იური ვაზაგაშვილის საქმის გახსნაში აქტიურად იქნება ჩართული.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა