დავით საგანელიძე - ვახტანგ გომელაური არის საუკეთესო კანდიდატურა, რომელიც შეიძლებოდა შს მინისტრად დანიშნულიყო

ხაზგასმით ვამბობ, რომ ვახტანგ გომელაური არის საუკეთესო კანდიდატურა, რომელიც შეიძლებოდა შს მინისტრად დანიშნულიყო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ განაცხადა.

"ჩემთვის ბატონი გომელაური ორი საათის გაცნობილი ადამიანი არ არის. მას ვიცნობ იმ დღიდან, როდესაც "ქართული ოცნება" ჩემთვის გახდა ის პოლიტიკური ძალა, სადაც მე ვარ ამჟამად და მიმაჩნია, რომ ეს არის საუკეთესო კანდიდატურა, რომელიც შეიძლებოდა დანიშნულიყო შს მინისტრის პოსტზე. ამას ხაზგასმით ვამბობ, თავისი განათლებით, ღირსებით, პატიოსნებით, წესიერებით, რეფორმატული სულით, საქმისადმი ერთგულებით, რადგან ამ საქმეს ერთგულება და საქმის სიყვარული სჭირდება, მუნდირის პატივისცემა სჭირდება და ძალიან ღირსეული უნდა იყო. ჩემთვის ასეთია ბატონი მინისტრი და მიმაჩნია, რომ გომელაური იქნება მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო მინისტრი ამ თანამდებობაზე, ვინც გვინახავს", - განაცხადა საგანელიძემ.

რაც შეეხება ოპოზიციის ნაწილის განცხადებას, რომ ვახტანგ გომელაური შს მინისტრად იმიტომ დაინიშნა, რომ ის ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსი იყო, დავით საგანელიძის თქმით, ვახტანგ გომელაურს სხვა ვერაფერი მოუძებნეს და ეს რაც მოუძებნეს, ძალიან კარგია.

"აბა რა უნდა თქვან, სხვა ვერაფერი მოუძებნეს და ეს მე მგონი, ყველაზე კარგი რაღაც მოუძებნეს, რადგან ბიძინა ივანიშვილთან სამსახური ნიშნავს, რომ გამოცდილებაც მეტი ექნება, ღირსეული მუშაობაც კარგად ეცოდინება და წესიერების ფარგლებშიც იქნება ძალიან კარგი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი თავის დაცვის სამსახურში სხვანაირ ადამიანს არ აიყვანდა", - განაცხადა დავით საგანელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა